ძვირფასი ქვების სანკურნალო თვისებები

148

ძვირფასი ქვების სანკურნალო თვისებები

ტოპაზი

ლითოთერაპიის მიმდევრები დღემდე თვლიან, რომ ეს ქვა მოქმედებს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. ტოპაზი ხსნის სტრესს, ინარჩუნებს სულიერ სიმშვიდეს, აცხრობს რისხვას, აუმჯობესებს გემოვნების რეცეპტორების მუშაობას და დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვალზე.

ძოწი

აუმჯობესებს სისხლის ფორმულას, ამაღლებს ჰემოგლობინს. შველის გულის ტკივილს, ვეგეტოდისტონიას. დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.

სარდიონი

დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე, უნარჩუნებს ადამიანს სულიერ სიმშვიდეს. ხსნის თავის ტკივილს და თავბრუსხვევას.

ლალი

აძლიერებს ადამიანის ხასიათის ძირითად თვისებებს, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს და ტოქსინებს. აღადგენს ორგანიზმის ძალებს და მეხსირებას, აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. აღსანიშნავია, რომ დიდი ხნით ტარების შემთხვევაში იწვევს არითმიას.

ოქრო

ოქრო სამკურნალოდ ძველი დროიდანვე გამოიყენებოდა. თანამედროვე მეცნიერები ურჩევენ ამ მეტალის ტარებას, მათ ვისაც კანის დაავადებები აწუხებს. აგრეთვე ოქროს სამკაულების ტარება რეკომენდირებულია გრიპის  დროს, რადგანაც მას შეუძლია მავნე მიკროორგანიზმების გაუნებელყოფა. ოქრო დაგეხმარებათ აპათიის, დეპრესიის, უგუნებობის დამარცხებაში, საკმარისია აიღოთ ის რამდენიმე ხანი ხელში და გეჭიროთ.

აკვამარინი

სიმშვიდისა და წონასწორობის დაცვა. ეს ქვა აძლიერებს სხეულის დაცვას, უმკლავდება კანისა და ფილტვების დაავადებებს. ბრილიანტის
ერთგვარი სტიმულატორია: ააქტიურებს მეტაბოლიზმს, ცერებრალური მიმოქცევა, ამცირებს მაღალ ტემპერატურას, ხსნის დაღლილობას. ამიტომ, თუ იმპულსური ხართ ან ჰიპერტენზია გაწუხებთ, გირჩევთ არ გამოიყენოთ სამკაულები ასეთი ქვით.

საფირონი

თუ ხერხემლის, კანის, უძილობის პრობლემა გაწუხებთ გაიკეთეთ საფირონი. სპეციალისტები რომლებიც ლითოთერაპიას იყენებენ რეკომენდაციას უწევენ საფირონის ყელსაბამს, თუ თქვენ ამჯობინებთ ბეჭედს ან სამაჯურს, მაშინ ატარეთ ის მარცხენა ხელზე-ეს ასთმის და გულის დაავადებებისგან დაგიცავთ.

მარგალიტი

მას ოსტეოპოროზის, კარიესის, პაროდონტოზის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ. მარგალიტი აუმჯობესებს სისხლძარღვების ტონუსს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მას მოაქვს სიმშვიდე და შველის უძილობას.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები