ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობის მეთოდები

308

ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობის მეთოდები

ჩაზრდილი ფრჩხილი ვითარდება, როდესაც ფეხის  ფრჩხილის გვერდითა ნაწილები ჩაიზრდება ირგვლივ მდებარე კანში.

ეს მდგომარეობა ყველაზე ვლინდება ფეხის ცერა თითზე, ერთ ან ორივე მხარეს. ფრჩხილი იხვევა და იჭრება კანში, რომელიც წითლდება, შუპდება და ხდება მგრძნობიარე. თითი ასევე მტკივნეულია, მასზე დაწოლისას.

სხვა შესაძლო სიმპტომები მოიცავს:

  • თითის ბოლოში კანის ანთებას
  • თითის გარშემო სითხის დაგროვებას (ოედემა)
  • დაზიანებული თითის გარშემო კანის ზედმეტად გაზრდას (ჰიპერტროფია)
  • სისხლდენას
  • დაზიანებული ადგილიდან თეთრი ან ყვითელი ჩირქის გამოდენას.
რა იწვევს ფრჩხილის ჩაზრდას?

ფრჩხილის ჩაზრდა ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის:

  • არასწორად მოჭრილი ფრჩხილი – ფრჩხილის ძალიან მოკლედ მოჭრა, ან გვერდების მოჭრა კანს მისცემს საშუალებას, რომ გადმოეფაროს ფრჩხილს და შემდეგ ფრჩხილი გაიზრდება კანში
  • მჭიდროდ მოჭერილი ფეხსაცმელები,წინდები ან კოლგოტები – ეს იწვევს ზეწოლას ფრჩხილის გარშემო არსებულ კანზე, რის შედეგადაც შეიძლება ფრჩხილმა გაჭრას კანი და შეიჭრას მასში
  • ფეხის ოფლიანობა – თუ ფეხის თითის გარშემო არსებული კანი რბილია, ფრჩხილს უადვილდება მასში შეჭრა და შეზრდა
  • დაზიანება – მაგალითადთითის მიჭყლეტამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის ჩაზრდის განვითარება
  • ფრჩხილის ბუნებრივი ფორმა – გვერდებში მოღუნული ან მოგრეხილი ფრჩხილები უფრო მიდრეკილია ჩაზრდისკენ, რადგან მეტია ალბათობა, რომ მიაწვეს ფრჩხილის შემომსაზღვრელ კანს.

ჩაბრუნებული ფრჩხილის სამკურნალოდ არის ასეთი ხალხური საშუალება: ფეხი უნდა დავილბოთ ცხელ სოდიან წყალში (1 სუფრის კოვზი სოდა 1 ლიტრ წყალზე), შემდეგ ჩაბრუნებულ ფრჩხილზე დავიდოთ ნაღების კარაქი, დავაფაროთ ხელსახოცი, პოლიეთილენის ნაჭერი და გადავიხვიოთ. 1 დღე-ღამის შემდეგ ფეხი ისევ დავილბოთ. ფრჩხილი ძალიან დარბილდება. ფრთხილად ავწიოთ ჩაბრუნებული ფრჩხილის კუთხე და მის ქვეშ მოვათავსოთ ნაღების კარაქით გაჟღენთილი ბამბის ბურთულა, ისევ დავაფაროთ ხელსახოცი, პოლიეთილენი და შევიხვიოთ. ეს პროცედურა გავიმეოროთ ყოველდღე, სანამ ფრჩხილი არ წამოიზრდება (დაახლოებით 2 კვირა).

ეპსომის მარილი გახსენით წყალში და ჩაყავით ფეხები. ეპსომის მარილი ხელს უწყობს ბაქტერიების დეზინფექციას ფეხებიდან და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. გამოიყენეთ თბილი (არა ცხელი) წყალი და გააჩერეთ ფეხები 15-20 წუთის განმავლობაში. იგი ასევე დაგეხმარებათ ფრჩხილის დარბილებაში.

გამოიყენეთ პინცეტი (ან ფრჩხილზე შემოხვეული ძაფი) ფრჩხილის ნაზად აწევის მიზნით, რომ ბამბის ტამპონის განთავსება შეძლოთ. განათავსეთ  ისე, რომ ფრჩხილი კომფორტულად დაეყრდნოს თავზე. რეგულარულად შეცვალეთ ბამბის ტამპონი, რომ გამოიტანოს ბაქტერიები. ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალია და ამის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ ექიმს მიმართავთ.

წაისვით ანტიბიოტიკების მალამო.

რეგულარულად წაისვით  ანტიბიოტიკური მალამო, ინფექციის თავიდან ასაცილებლად. ფეხები ბევრ მიკრობს უკავშირდება, ამიტომ სუფთა ადგილი დაიცავით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი კანი დაუცველი და მტკივნეულია.

გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთი.

ჩაის ხის ზეთი ბუნებრივი სადეზინფექციო საშუალებაა.
ამ საშინაო საშუალებებმა უნდა შეამსუბუქოს დისკომფორტი, რომელიც გამოწვეულია ჩაღრმავებული ფეხის ფრჩხილით. ნუ შეეცდებით ფეხის ფრჩხილის მოჭრას სამედიცინო რჩევების მიღებამდე, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს თითი. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

Facebook კომენტარები