რა საოცარი თვისებები ჰქონია წითელ ხიზილალას იცოდით?

183

რა საოცარი თვისებები ჰქონია წითელ ხიზილალას იცოდით?

წითელი ხიზილალას შემადგენლობა

წითელი ხიზილალა უძვირფასესი საკვებია. მის შემადგენლობაში შედის ცილები, А, D, Е ვიტამინები, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ფოლიუმის მჟავა, იოდი, ფოსფორი და კალციუმი.

ცილა წითელ ხიზილალაში ძალიან ბევრია – 32% – და გაცილებით უკეთ შეიწოვება, ვიდრე რძისა და ხორცისა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერება ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

სასარგებლო თვისებები

წითელი ხიზილალას სასარგებლო თვისებები იოლი ასახსნელია: მისი თითოეული მარცვალი ხომ თევზის “კვერცხია“, რომელშიც ბუნებამ თავი მოუყარა ყველაფერს, რაც კი ჩანასახის სრულფასოვანი განვითარებისთვისაა საჭირო.

წითელი ხიზილალა კარგია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის და იმუნიტეტის ასამაღლებლად;

ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას,

უხდება მხედველობას,

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას,

საგრძნობლად ამცირებს თრომბების წარმოქმნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

ქოლესტერინის შემცველობას ზოგი სპეციალისტი ხიზილალას ნაკლად მიიჩნევს. სინამდვილეში ეს ნივთიერება ნერვული ქსოვილისა და უჯრედის მემბრანის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მავნებელია მხოლოდ სიჭარბის დროს.

ამასთან, ხიზილალა შეიცავს ლეციტინს, რომელიც ქოლესტერინს ადგილზე აუვნებლებს. წითელი ხიზილალა აღადგენს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც დაბალი ჰემოგლობინი აქვს.

ხალხური მედიცინა ამ პროდუქტს დავრდომილთა და დაუძლურებულთა გამაჯანსაღებელ საშუალებად მიიჩნევდა.

წითელი ხიზილალის კიდევ ერთი ძვირფასი თვისება მისი მაღალი კალორიულობაა: 100 გრამი 200-250 კალორიას შეიცავს, მაშინ როცა იმავე რაოდენობის ხორცსა და რძეში შესაბამისად 120 და 70 კალორიაა. ეს პროდუქტი მდიდარია იოდით (მისი ასევე ადვილად ასათვისებელი ფორმით), ფოსფორით, რკინით, კალიუმით.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

 

Facebook კომენტარები