ბიოგენური საკვები დაბერების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე იაფი გზაა

274

ბიოგენური საკვები დაბერების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე იაფი გზაა

შეამცირეთ ხორცის მიღება, რადგან ეს პირდაპირ იწვევს ორგანიზმის დაბერებას და მისი ფუნქციების დროზე ადრე ცვეთას. განსაკუთრებით რისკის შემცველია მასიური წარმოების ხორცის პროდუქტები, რომლებიც ძალიან ხშირად შეიცავენ კარცენოგენულ ნივთიერებებს და ანტიბიოტიკებს. ასევე, არ არის სასარგებლო რძის პროდუქტების გადამეტებული მიღებაც.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ხილი და ბოსტნეული ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ უზადო კანი და ჯანმრთელი ორგანოები.

ავოკადო. 

ავოკადო შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, რომელიც  ატენიანებს კანს და იცავს მას გამოშრობისგან. იგი მდიდარია ნუტრიციული ნივთიერებებით და შეიცავს ომეგა 3 ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ასევე გააჩნია ე.წ. ”ნუტრიციულობის ამაღლების ეფექტი” და შეუძლია გააუმჯობესოს ორგანიზმის მიერ ვიტამინების შეწოვის ხარისხი.

ბროწეულის თესლები. 

ბროწეულის თესლებს (კურკებს) გააჩნია მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისება, რაც ხელს უწყობს კოლაგენის შენარჩუნებას კანში და ამცირებს დაბერების პროცესს. ბროწეული ასევე მდიდარია C ვიტამინით და ამცირებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში.

ბროკოლი.

 ბროკოლი მდიდარია ნუტრიციული ღირებულებით და გააჩნია კოლაგენის შენარჩუნების უნარი. იგი ხელს უწყობს ტვინის მუშაობას და ანელებს მისი დაბერების პროცესს.

მოცვი. 

ეს კენკრა შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომელიც ებრძვის დაბერების გამომწვევ მიზეზებს და ინარჩუნებს კოლაგენს. მოცვი ასევე ძალიან სასარგებლოა ტვინისთვის. ის მდიდარია A და C ვიტამინებითაც.

ტკბილი კარტოფილი. 

ცნობილია როგორც ბატატი. მდიდარია A ვიტამინით, რაც მას ნარინჯისფერს აძლევს. შეიცავს C და E ვიტამინს, რაც იცავს კანს უარყოფითი ზემოქმედებისგან.

თხილი. 

თხილი მდიდარია ნუტრიციული ღირებულებით, პროტენიებით, ომეგა 3 და E ვიტამინებით. სხვადასხვა თხილეული ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ეცადეთ კვირაში ერთხელ მიანც მიირთვათ თხილის მიქსი.

თუ უმ თხილს წყალში დატოვებთ ღამით, დილისთვის გაღვივდება და უფრო მარტივი იქნება კუჭისთვის მისი მონელება. ის ასევე გამოიტანს კუჭის გამღიზიანებელ ნივთიერებებს. თხილეული ტვინის მუშაობასაც აუმჯობესებს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები