ელენთის მკურნალობა ხალხური მეთოდით 

612

ელენთის მკურნალობა ხალხური მეთოდით

ელენთა ორგანიზმის დამცავი სისტემის ერთ-ერთი რგოლია. მიუხედავად იმისა, რომ ის მეტად მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს, მისი მწყობრიდან გამოსვლა ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

ელენთა ლიმფური სისტემის ყველაზე დიდი ორგანოა, მარცხენა ფერდქვეშა არეში მდებარეობს და არ სცდება ნეკნთა რკალს. ნორმალური ელენთა ხელით არ ისინჯება.

ამ ორგანოში ლოკალიზებული ლიმფოციტები წარმოქმნის ანტისხეულებს პათოგენების: ვირუსების, ქსოვილის მკვდარი უჯრედების, დაშლილი ერითროციტების, – წინააღმდეგ, ანადგურებს მათ და ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციის გავრცელებას.

ელენთაშივე ხდება ხანდაზმული და ფუნქციადაკარგული ერითროციტების დაშლა. ის სისხლის დეპოც არის – მასში გროვდება სისხლის მარაგი, რომელსაც ელენთა ორგანიზმში გადაისვრის საჭირო დროს, როცა ორგანიზმის სისხლმომარაგება მცირდება და სისხლზე მოთხოვნა იმატებს.

ადამიანს შეუძლია ელენთის გარეშე ცხოვრება, თუმცა ამ შემთხვევაში ინფექციებისკენ მისი მიდრეკილება მოიმატებს.

ელენთის გადიდებისას ადამიანი ყველაზე ხშირად მარცხენა ფერდქვეშ ყრუ ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას უჩივის. მეტისმეტად გადიდებულმა ელენთამ შესაძლოა ცოტაოდენი საკვების მიღების შემდეგაც კი შემაწუხებელი სიმაძღრის შეგრძნება გამოიწვიოს. ულტრაბგერითი გამოკვლევა ანუ ექოსკოპია საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავადგინოთ ელენთის ზომა და სტრუქტურა.

ხალხური რეცეფტები

1. ბროწეულის წვენი მიიღეთ 1 ან ნახევარი ჩ/ჭ 2-3-ჯერ დღეში ტკივილის გაქრობამდე.

2. კომბოსტოს წვენი მიიღეთ შემთბარი სახით ნახ. ჩ/ჭ 2-3-ჯერ დღეშ, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე.

ახალი კომბოსტოს წვენს, რომელსაც უმატებენ შაქარს, ხმარობენ სიყვითლისა და ელენთის დაავადებების, ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს. აქვს ამოსახველებელი ეფექტიც. წყლით განზავებული კომბოსტოს წვენი გამოიყენება ყელში გამოსავლებად ანთებითი პროცესების დროს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

 

Facebook კომენტარები