20 მეთოდი წნევის დასაწევად ხალხური მედიცინისგან. გაუზიარეთ მეგობრებსაც!

1274

20 მეთოდი წნევის დასაწევად ხალხური მედიცინისგან. გაუზიარეთ მეგობრებსაც!

ყველასთვის ცნობილია, რომ მაღალი არტერიული წნევა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. გულზე დიდი დატვირთვა გულის კუნთების ამოწურვას იწვევს, იშემიური ინსულტის რისკი იზრდება და თირკმლების მუშაობა ფერხდება. ჰიპერტონიის მკურნალობა აუცილებელია! რა უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა წნევა გაიზარდა, ხელთ კი საჭირო მედიკამენტები არ გაქვთ?

დღეს გთავაზობთ 20 ნაკლებად ცნობილ მეთოდს, რომელიც წნევას აბის დალევის გარეშე შეამცირებს. ეს რჩევები დაწყებულ ჰიპერტონიას დააცხრობს.

როგორ შევამციროთ წნევა სწრაფად და ეფექტურად? 

ჰიპერტონიის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება მემკვიდრეობა, ჭარბი წონა, დაბალი ფიზიკური აქტიურობა, არასწორი კვება, მოწევა, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება, სტრესი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული დაავადება და 40 წელზე მეტი ასაკი.

შთამბეჭდავია სიაა, არა? სწორედ ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, თუ როგორ შეამციროს წნევა სახლის პირობებში. პრობლემამ თავი შეიძლება ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ ადგილას იჩინოს. დიდი ხნის ჰიპერტონიკები ირწმუნებიან, რომ წნევის შესამცირებელი ალტერნატიული მეთოდები სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მდგომარეობას ამსუბუქებს.

როგორ შევამციროთ წნევა მედიკამენტის გარეშე? 

1. თუ წნევა შენობაში გაიზარდა, ქუჩაში გადით, მინიმუმ 30 წუთით მშვიდად ისეირნეთ. ზემოთ აწეული ხელებით 10 ჩაჯდომა გააკეთეთ.

2. ფეხები ცივ გამდინარე წყალს 5-10 წუთით შეუშვირეთ. ფეხების დასველება მუხლებიდან დაიწყეთ. ასეთი პროცედურა შეგიძლიათ ხელზეც გააკეთოთ. შემდეგ პირსახოცი ცივ წყალში დაასველეთ და მზის წნულზე რამდენიმე წუთით დაიდეთ.

3. ყინული წნევას შესანიშნავად ამცირებს. საყინულედან რამდენიმე ცალი ყინულის კუბი აიღეთ და თხელ პირსახოცში გაახვიეთ. სახით ქვემოთ ლოგინზე დაწექით და კეფაზე ცივი კომპრესი დაიდეთ. საყინულეში წყლით სავსე პლასტმასის ბოთლში შედგით, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში გამოიყენოთ.

4. ყინულის კუბიკები კისრის მალებზე წაისვით. შემდეგ კანი გაიმშრალეთ და გაგრილებულ კანზე ქაფურის ზეთი შეიზილეთ.

5. აიღეთ ბამბის პირსახოცი, ვაშლის ძმარში დაასველეთ და ტერფები 10 წუთით შეიხვიეთ.

6. ხშირად გაზრდილი წნევის მიზეზი ნერვული დაძაბულობა ან სტრესია. ასეთ შემთხვევაში დამშვიდება აუცილებელია. დალიეთ დამამშვიდებელი ჩაი პიტნით ან მელისით, საწოლში დაწექით და ცოტა ხნით თვალდახუჭული იყავით. ეცადეთ, არაფერზე იფიქროთ.

ექიმები ამბობენ რომ ზოგიერთ შემთხვევაში წნევის შემცირებაში კატები დაგეხმარებათ. მათი კნავილი ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს, ხოლო ცხოველისგან გამოსული სითბო მოდუნებასა და დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

7. წნევის შემცირებას წერტილოვანი მასაჟით შეძლებთ. სამოქმედო წერტილი კისერზე, ყურის ნიჟარის ქვემოთ მდებარეობს. ამ წერტილს 10 წამით დააჭირეთ, შემდეგ თითები კანს ლავიწამდე დაუსვით. ამის შემდეგ 1 წუთი წარბებს შუა წერტილს დააჭირეთ.

8. ექიმი ევდოკიმენკოს სუნთქვის ვარჯიშები წნევის და არითმიის შესამცირებლად შესანიშნავი მეთოდია. სკამზე დაჯექი და ზურგი გამართე. ხელები მუცელზე დაიდეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, რომ ჰაერმა ფილტვები გაავსო, 5 წამით სუნთქვა შეიკარით და ნელ-ნელა ამოისუნთქეთ ჯერ მუცლიდან, შემდეგ ფილტვებიდან. 1 წუთი დაისვენეთ და სუნთქვის ციკლი კიდევ 4-ჯერ შეასრულეთ.

ამის შემდეგ კიდევ ერთი ვარჯიში შეასრულეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ, როგორც ზემოთ არის აღწერილი, ამოსუნთქვა – ძალიან ნელა, ჩასუნთქვაზე უფრო მეტი დრო დაუთმეთ. 1 წუთიანი შესვენებებით პროცედურა 5-ჯერ გაიმეორეთ.

9. კიდევ ერთი მარტივი სუნთქვის ვარჯიში პლასტმასის ბოთლის გამოყენებით. აიღეთ ბოთლი და ძირი გადაჭერით. სანთებელათი კუთხეები დაარბილეთ, რომ არ გაიჭრათ. ბოთლი მოჭრილი მხრიდან სახეზე დაიდეთ და ცხვირით ღრმად ჩაისუნთქეთ. ჰაერი პირით ამოისუნთქეთ ისე, რომ ჰაერი ბოთლში მოხვდეს. სუნთქვის 20 ციკლი შეასრულეთ, დაისვენეთ და პროცედურა გაიმეორეთ.

10. წნევის შემცირებას იოგის დახმარებით შეძლებთ. ყველაზე უფრო ეფექტურია შეერთებული სანთლის პოზა (ვიპარიტა კარანის გადაბრუნებული პოზა). ვარჯიშის მსუბუქი ვარიანტი შეასრულეთ, ფეხები კედელს მიადეთ. ამ პოზაში 4 წუთით გაჩერდით.

11. 2 ნატეხი შაქარი რაფინადი აიღეთ და 1 ჩ/კ კონიაკი დაასხით. შაქარი პირში რამდენიმე წუთით გაიჩერეთ, სანამ არ გადნება. ამის შემდეგ ნარევი შეგიძლიათ გადმოღვაროთ ან წყალთან ერთად დალიოთ.

12. თუ წნევა გაიზარდა, შარდმდენი ჩაი დალიეთ. დიურეტიკულ საშუალებად გამოდგება ჰიბისკუსი, მწვანე ჩაი, ბაბუაწვერას ჩაი, ოხრახუშის თესლი, წითელი მოცვის ფოთლები, აკვილეგია, კამა და გვირილა.

13. ზოგიერთი კენკრა წნევას მედიკამენტზე უკეთ ამცირებს. უპირობო ლიდერია – ცირცელი, მოცხარი და ძახველი. ერთი მუჭა კენკრა შეჭამეთ ან 50 მლ წვენი დალიეთ, როცა წნევა გაზრდას დაიწყებს. კენკრის სეზონზე აუცილებლად გაყინეთ, რომ ზამთარში საჭირო დროს გამოიყენოთ.

14. წნევა რომ სწრაფად შეამციროთ, 1 ჭიქა ნატურალური ბროწეულის წვენი დალიეთ.

15. ბალახების ნარევი წნევის შესამცირებლად ეფექტური მეთოდია. ცნობილი სამეული: კუნელის, შავბალახას და კატაბალახას სააფთიაქო ხსნარები თანაბარი პროპორციით აურიეთ. პროფილაქტიკის მიზნით 1 ს/კ ნაყენი დილით, ჭამის წინ და საღამოს, ძილის წინ დალიეთ. ასევე ამ მცენარეებისგან ჩაი დააყენეთ და დალიეთ, როგორც კი წნევის საზომი აპარატი მაღალ ციფრებს გიჩვენებთ.

16. ჰიპერტენზიული კრიზისის შემდეგ წნევის დასარეგულირებლად ლიმონი-ნივრის ნაყენი გააკეთეთ, რომელიც მაცივარში უნდა შეინახოთ. 3 თავი ნიორი და 3 ლიმონი კანიანად კურკების გარეშე ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. ნარევს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, პირსახოცი დააფარეთ და 24 საათით თავდახურულ ქილაში დააყენეთ. ნარევი გადაწურეთ და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 ს/კ დალიეთ.

17. ფარსმანდუკი, ბეგქონდარა, შავბალახა, პიტნა, გლერძი და ძირტკბილას ფესვები თანაბარი პროპორციით აურიეთ. 1 ს/კ მზა ნარევს მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში 20 წუთით დააყენეთ. 100 მლ ნაყენი დღეში 4-ჯერ მიიღეთ.

18. ბევრი ადამიანი წნევის შესამცირებლად კარავაევის ნარევს იყენებს. ის არა მხოლოდ ჰიპერტონიას კურნავს, არამედ სისხლს ათხელებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს. ნარევში 24 სახეობის მცენარე შედის, რომლებიც თანაბარი პროპორციით უნდა აურიოთ. შემდეგ 10 ჩ/კ ნარევს 1,2 ლ მდუღარე წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე 2 წუთით ადუღეთ, შემდეგ 2,5 საათით დააყენეთ.

ნარევისთვის აუცილებელი სამკურნალო მცენარეების სია: არყის და ფიჭვის კვირტები, უკვდავა, კალენდულა, ცაცხვი, სააფთიაქო გვირილა, კატაბალახას ფესვები, ანგელოზა, ბაბუაწვერა სამკურნალო, თავშავა, ცენტარიუმი, კრაზანა, შავბალახა, სამყურა, ფარსმანდუკი, ბეგქონდარა, სალბი, ჭინჭარი, ვირისტერფა, პიტნა, მრავალძარღვა, ევკალიპტი, სინამაქის ფოთოლი და ხეჭრელის ფესვები.

19. აიურვერდში ჰიპერტონიის სამკურნალოდ სანელებლებს იყენებენ. მათში შედის დარიჩინი, დიდი კამა, გამომშრალი ნიორი, თავშავა და ილი. სანელებლები თითო 1 ს/კ აიღეთ, აურიეთ და ნარევის 0,5 ჩ/კოვზს 200 მლ თბილი წყალი დაასხით და დალიეთ, როცა გაზრდილი წნევა შეგაწუხებთ.

20.არასაკმარისი სითხე წნევის სწრაფ ცვლილებას იწვევს. წნევა რომ არ გაიზარდოს, დილით, უზმოზე 3 ჭიქა თბილი წყლის დალევა ჩვევად გქონდეთ. თავიდან გაგიჭირდებათ, ამიტომ მცირე პორციებით დაიწყეთ და ნელ-ნელა გაზარდეთ.

Facebook კომენტარები