რჩევები-სამუდამოდ როგორ შეაჩეროთ ფეხზე ოფლიანობა

208

რჩევები-სამუდამოდ როგორ შეაჩეროთ ფეხზე ოფლიანობა

ჰიპერჰიდროზის ყველაზე უსიამოვნო გამოვლენა ფეხის ოფლიანობაა. ამ პრობლემასთან სრულად გამკლავება, სავარაუდოდ, არ გამოგივათ, მაგრამ სიმპტომების შემცირება შესაძლებელია.

გამომწვევი მიზეზები დაადგინეთ

გაზრდილი ოფლიანობის შემთხვევაშიც ფეხი მუდმივად ოფლიანი არ გექნებათ. როგორც წესი, ოფლდენას სხვადასხვა ტრიგერები ზრდის, მათ შორის პროდუქტების, სასმელების, გარკვეული მედიკამენტების მიღება. ოფლიანობის გამაძლიერებელი ფაქტორების დასადგენად რამდენიმე კვირის განმავლობაში ოფლიანობის ძალა და სიხშირე ჩაიწერეთ.

ჰიგიენა არ დაივიწყოთ

გაზრდილი ოფლიანობის დროს ფეხები დღეში მინიმუმ 2–ჯერ დაიბანეთ. სასურველია, გამოიყენოთ საპონი ან სხვა საშუალება ევკალიპტის ან ჩაის ხის ექსტრაქტით. ეს მცენარეები ანტიბაქტერიულ ეფექტს ფლობენ და მიკრობებს ანადგურებენ, რომლებიც ოფლის უსიამოვნო სუნის მთავარი მიზეზები არიან.

ანტიპერსპირანტი გამოიყენეთ

დეზოდორანტში არ აგერიოთ! ღამით, ფეხების დაბანის და კარგად გაშრობის შემდეგ ტერფებზე ანტიპერსპირანტი წაისვით. პირველი რამდენიმე კვირა საშუალება კვირაში 3-4–ჯერ საღამოს წაისვით, შემდეგ – შვიდ დღეში ერთხელ.

ფეხის აბაზანა გაიკეთეთ

თბილ წყალს ცოტა სოდა ან შავი ჩაის ნაყენი დაუმატეთ და 20 წუთით ფეხის აბაზანა მიიღეთ. სოდა და ჩაი ძლიერ ანტიბაქტერიულ ეფექტს ფლობენ. დამატებით ჩაი შეიცავს ტანინებს, რომელიც ფორებს კრავს და ჭარბ ოფლიანობას აფერხებს.

ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენეთ

სჯობს ფხვნილის სახით (აფთიაქებში იყიდება) შეიძინოთ. ისინი ზედმეტ ოფლს იწოვენ და ბაქტერიებს ანადგურებენ – გამოდის, ერთდროულად ორ პრობლემას აგვარებს.

წინდები და ფეხსაცმელი სწორად შეარჩიეთ

წინდები სუნთქვადი მასალისგან უნდა იყოს შეკერილი. სინთეტიკური წინდები არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ. მასალა ოფლს კარგად უნდა იწოვდეს და ჰაერს კანში შეღწევის საშუალებას აძლევდეს.

რაც შეეხება ფეხსაცმელს, მნიშვნელოვანია, რომ ის ძალიან ვიწრო არ იყოს და ნატურალური მასალისგან შეკერილი იყოს, რომელიც ჰაერს კარგად ატარებს.

ნაჭრის ტომარა სოდით გაავსეთ და ფეხსაცმლის შიგნით მთელი ღამე გააჩერეთ. სოდა ბაქტერიებს ანადგურებს და დილით სუნი სრულად გაქრება.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები