დაამარცხეთ ხერხემლის თიაქარი ამ მეთოდით

1184

დაამარცხეთ ხერხემლის თიაქარი ამ მეთოდით

ხერხემლის პათოლოგიებს შორის ყველაზე გავრცელებულია მალთაშუა დისკის თიაქარი. ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, იგივე დისკოზი, ოსტეოქონდროზის ყველაზე გართულებული ფორმაა და მის მეოთხე სტადიას წარმოადგენს.

ოსტეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება მალების და იოგების დეფორმაცია, მათზე წანაზარდების წარმოქმნა და მალთაშუა სივრცეების შევიწროება.

მალთაშუა დისკი არის ხრტილოვანი სტრუქტურა, რომელიც ძირითადად ხერხემლის ამორტიზაციის ფუნქციას ასრულებს.  დაავადება შესაძლებელია განვითარდეს წელის, კისრის, გულ-მკერდის არეში. ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი ძირითადად გვხდება 30-50 წლის ასაკში. დაავადება უფრო ხშირია  მამაკაცებში,  ვიდრე ქალებში.

ხერხემლის თიაქარი შეიძლება ყოველთვის არ საჭიროებდეს მკურნალობას, რადგან თუ ის ნერვს არ აწვება, სერიოზული ჩივილებიც არ იჩენს თავს.

მიზეზები:

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

  • ოსტეოქონდროზი;
  • სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი;
  • ხერხემლის ტრავმები;
  • რევმატიული დაავადებები;
  • თანდაყოლილი პათოლოგიები;
  • ასაკობრივი ცვლილებები, რაც იწვევს დამაკავშირებელი ქსოვილების დარღვევას.

მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

  • სიმძიმეების აწევა;
  • მკვეთრი მოძრაობები;
  • დაცემა ან დარტყმა, რომელიც იწვევს ხერხემლის დაზიანებას.

დიდი ზომის შემთხვევაში თიაქარი აწვება ახლოს მდებარე ნერვის ზედაპირს, სწორედ ამ დროს წარმოიქმნება ტკივილი ფეხის არეში.

არსებობს ხალხური მეთოდები, რომლებიც ხერხემლის თიაქრის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:

საშუალო ზომის კარტოფილი რგოლებად დაჭერით (უკეთესია თუ გახეხავთ) და მტკივნეულ ადგილზე დაიდეთ. ამგვარი კომპრესის გაკეთება გააგრძელეთ, ვიდრე ტკივილი არ ჩაცხრება.

ტკივილის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთში მოშუშული ნივრის კომპრესიც:

დაჭერით 10 კბილი ნიორი და რამდენიმე წუთით თბილ ზეთში მოშუშეთ. შემდეგ მოშუშული ნივრის თბილი მასა მტკივნეულ ადგილას დაიდეთ, გაიჩერეთ სამი საათის განმავლობაში – ტკივილი თანდათან გაგიყუჩდებათ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები