რას იძლევა სწორი კვება ხანდაზმულ ასაკში? 

110

რას იძლევა სწორი კვება ხანდაზმულ ასაკში? 

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის შედეგად ბევრმა ადამიანმა სწორი კვების პრინციპების დაცვაზე ფიქრი დაიწყეს. სწორი კვება ღრმა სიბერემდე ჯანმრთელობის და კარგი განწყობის შენარჩუნებაში გვეხმარება, სხვადასხვა დაავადების განვითარებას ხელს უშლის და იმუნიტეტს აძლიერებს.

რას იძლევა სწორი კვება ხანდაზმულ ასაკში

სიბერეს სხვადასხვა დაავადების განვითარება, არსებული დაავადების გამწვავება, ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის გაუარესება ახლავს. ამ ნორმების თავიდან ასაცილებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მოხუცებზე მიზნობრივი ზრუნვის ორგანიზებაა საჭირო.

ამ პროცესში ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი, სასარგებლო  და რაციონალური კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დაბალანსებული რაციონის წყალობით ცხიმების, ნახშირწყლების და ცილების ბალანსის მიღწევა, ნივთიერებათა ცვლის დარეგულირება შეიძლება.

ასეთი გაუმჯობესება წონის დარეგულირებას და ფიზიკური აქტივობის გაზრდას ხელს უწყობს, რაც ფსიქოემოციური მდგომარეობისთვის სასარგებლოა.

ხანდაზმულ ასაკში სწორი და ჯანსაღი კვება ჭარბ წონას მოგაშორებთ და საჭმლის მონელებას მოაწესრიგებს, რაც კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს მნიშვნელოვანია. დაბალანსებული რაციონის წყალობით ადამიანს შიმშილის გრძნობა არ აწუხებს. აქტიური ცხოვრების წესით ენერგიის მარაგი სწრაფად ივსება.

მოხუცების კვების ძირითადი პრინციპები

მოხუცებს არა მხოლოდ სამედიცინო მოვლა და ფსიქოლოგიური კომფორტი, არამედ ოპტიმალური კვება სჭირდებათ.

ექიმების და დიეტოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე შექმნილი მოხუცების კვების სისტემა რიგი პრინციპების დაცვას მოიცავს:

  • ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა. სისხლძარღვების ათეროსკლეროზი სერიოზული მიზეზია, რომელიც განწყობას აუარესებს და მოხუცების აქტივობას ამცირებს.
  • რეკომენდებული ენერგეტიკული ღირებულება. ამ პრინციპის დაცვა გულისხმობს გარკვეულ შეზღუდვებს, რაც ცხიმიანი და ნახშირწყლებით მდიდარი კერძების შემცირებას მოიცავს.
  • ყველა კომპონენტის დაბალანსება. ყოველდღიურად მოხუცმა გარკვეული რაოდენობის სასარგებლო ცხიმები, ცილები და ნელა ათვისებადი ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები უნდა მიიღოს.
  • ადვილად მოსანელებელი საკვები და დიეტური კვება. ნელი მეტაბოლური პროცესები კვების კორექტირებას მოითხოვს, რომ ორგანიზმმა საკვები მაქსიმალურად ეფექტურად მიიღოს.
  • მრავალფეროვანი რაციონი. გემრიელი და არომატული კერძები საკვებიდან სიამოვნების მიღებას ზრდის. რაციონის ხშირად შეცვლა ხანდაზმულის ფსიქოემოციურ მდგომარეობას აუმჯობესებს.

მზა კერძმა მადა უნდა გააღვივოს და ამისთვის პროდუქტის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ყველა პრინციპის შესასრულებლად მავნე ჩვევებზე, ცხიმიან და ცხარე კერძებზე უარის თქმა აუცილებელია.

სწორი კვების ორგანიზება

    • საკვების მიღება დღეში 5–ჯერ, დანაწევრებული კვება გადაძღომის რისკს ამცირებს.
    • ყოველ 2 კვირაში მენიუს შეცვლა რაციონის გასამრავალფეროვნებად.
    • კერძების მოსამზადებლად მხოლოდ ახალი პროდუქტებს, სეზონური ხილის და ბოსტნეულის, მარცვლეულის, ხორცის და თევზის გამოყენება.
    •  კვების რაციონის შედგენა ექიმის და დიეტოლოგის რეკომენდაციებით და ხანდაზმული ადამიანის ჯანმრთლობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
    • კვების რეჟიმის აუცილებლად დაცვა, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ადაპტირებას ხელს უწყობს.
Facebook კომენტარები