აი ამიტომ გიყვითლდებათ კბილები! ამის შემდეგ ამ ნარევს სხვა რამით ჩაანაცვლებთ!

530

ლიმონის წყლის დალევის სიკეთეები მრავალჯერ იქნა დადასტურებული. ადრე დილაობით ერთი დიდი ჭიქა ლიმონის წყლის დალევა რეკომენდებულიც კი იყო.

ამ შემთხვევაში თქვენი იმუნური სისტემა ძლიერდება, უმჯობესდება მონელების პროცესი და ღვიძლის მუშაობა.

იცოდით თუ არა, რომ ლიმონის წყალი მოქმედებს თქვენი კბილების ფერზე?

ყველა ციტრუსს შეუძლია კბილების დაზიანება. ეს იმიტომ, რომ ისინი დიდი რაოდენობით მჟავას შეიცავენ. ეს განსაკუთრებით მართალია ლიმონზე. ის აზიანებს კბილის მინანქარს.

მინანქარი ძნელად იზრდება და თუ ის რამდენჯერმე დაზიანდება, მისი გამოსწორება აღარ შეიძლება.

მინანქრის ეროზიის სიმპტომები:

o კბილებზე ფერის დაკარგვა – მინანქარი კბილებს სითეთრეს აძლევს. როგორც კი ის დაზიანდება, კბილი ყვითელ ფერს იღებს. ეს ხდება ნივთიერება დენტინის გამო, რომელიც კბილის შიგნითაა.

o გამჭვირვალე კიდეები – თუ კბილის კიდე გამჭვირვალეა, იცოდეთ, რომ თქვენი კბილის მინანქარი ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორიც იყო.

o კბილის მგრძნობელობა – დენტინი კბილის ნერვზე ახდენს გავლენას. როგორც კი მინანქარი იშლება, კბილი უფრო მეტად იწყებს ტემპერატურაზე რეაგირებას.

როგორ ავიცილოთ თავიდან ეს რისკი:

ეს არ ნიშნავს, რომ ლიმონის წყალს თავი დაანებოთ. უბრალოდ მიჰყევით ამ რჩევებს:

1. თბილი ლიმონის წყლის ნაცვლად სცადეთ ცივი ლიმონის წყალი. ის შეამცირებს იმ მჟავების რაოდენობას, რომლებიც კბილებს ეხება.

2. ლიმონის წყლის დალევის შემდეგ იმწამსვე არ გაიხეხოთ კბილები. ეს უფრო მალე მოაშორებს მინანქარს მათ, ვიდრე ციტრუსის მჟავა. სანამ გაიხეხავთ, პირში ჩვეულებრივი წყალი გამოივლეთ.

3. დალიეთ ლიმონის წყალი ფრთხილად: ეცადეთ არ მოხვდეს კბილებს.

4. ლიმონის ნაცვლად მისი ზეთი სცადეთ. ის გაკეთებულია ლიმონის კანისგან. ის კბილებისთვის სასარგებლოა. 1-2 წვეთი ერთ ჭიქა წყალში არაჩვეულებრივია

Facebook კომენტარები