გთავაზობთ ჰაიმორიტისა და სურდოს საწინააღმდეგო ეფექტური წვეთების რეცეპტს, რომლიც უმარტივესი მოსამზდებელია

349

გთავაზობთ ჰაიმორიტისა და სურდოს საწინააღმდეგო ეფექტური წვეთების რეცეპტს, რომლიც უმარტივესი მოსამზდებელია.

ადამიანის ცხვირის ფუნქცია არის ჰაერის გათბობა, დატენიანება და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება. თუ ადამიანი ცხვირით კარგად სუნთქავს, ჰაერის ტურბულენტობაც შესაბამისია, ორგანიზმში ჟანგბადი ადვილად ხვდება და მთელ ორგანიზმს მიეწოდება სუფთა ჰაერი.

სეზონის ცვლილებასთან და ტემპერატურის კლებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება სუნთქვის გაძნელება და ცხვირიდან ჭარბი გამონადენი, რაც შეიძლება გამოიწვიოს ანთებითმა პროცესმა, ალერგიულმა ფონმა, ვირუსებმა.

ამ დროს ცხვირის ღრუ იხშობა,  ვითარდება ობსტრუქცია, რასაც შემდეგ ცხვირის დანამატი ღრუების ანთება მოჰყვება.

ჰაიმორიტის გამომწვევი ფაქტორებია:

  • წიაღებში ინფექციის შეღწევა
  • ცხვირის პოლიპი
  • ცხვირის ძგიდის გამრუდება, დეფორმაცია
  • ალერგიული რინიტი
  • ქრონიკული სინუსიტის გამწვავებული ფორმა
  • სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპატარების დიდი დოზით გამოყენება. (რაც იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას.)
  • ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები

იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული გაციებისა და ვირუსების ჰაიმორიტის დაავადებაში გარდაქმნა.

გთავაზობთ ჰაიმორიტისა და სურდოს საწინააღმდეგო ეფექტური წვეთების რეცეპტს, რომლიც უმარტივესი მოსამზდებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • გლიცერინი 1 ჩ. კ.
  • წყალი 4 ჩ. კ.
  • მუმიო 10 აბი (0,2 გრ)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. გლიცერინი გააზავეთ წყალში, დაამატეთ მუმიო და კარგად აურიეთ.
  2.  წვეთები ჩაიწვეტეთ ცხვირში დღეში 3-ჯერ.
  3. მკურნალობის ხანგრძლივობა 3 კვირა. შეისვენეთ 5 დღე და კვლავ გააგრძელეთ.
  4. პროცედურები ჩაიტარეთ სრულ გამოჯანმრთელებამდე, როგორც წესი, 3 თვე საკმარისია.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები