როდის არის ღვიძლი საფრთხის წინაშე? როგორ უნდა მივხდეთ, რომ ღვიძლს ყურადღება სჭირდება?

77

როდის არის ღვიძლი საფრთხის წინაშე? როგორ უნდა მივხდეთ, რომ ღვიძლს ყურადღება სჭირდება?

ღვიძლი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა თქვენს ორგანიზმში და საჭმლის მომნელებელი სისტემის მნიშვნელოვანი ორგანოა. ყველაფერი, რასაც მიირთმევთ ან სვამთ, მედიკამენტების ჩათვლით, ღვიძლის დახმარებით სინთეზირდება მომნელებელ სისტემაში.

ამიტომაც აუცილებელია, რომ მას კარგად მოვუფრთხილდეთ, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები სწორად შეასრულოს.

ღვიძლი ყველაზე დიდი ჯირკვალია, რომელიც ორგანიზმში გვაქვს. იგი მუცლის ღრუს მარჯვენა ნაწილში მდებარეობს და ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, სისხლის გაწმენდას.

გამოყოფს სითხეს, ნაღველს, რომელიც გეხმარებათ საკვები ნივთიერებების სინთეზში და ამასთანავე ინახავს შაქარს, სახელად გლუკოზას, რომელიც სწრაფად გაწვდით ენერგიას საჭიროების შემთხვევაში.

ღვიძლის მოვლას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. იგი უბრალოდ თქვენი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული და მასთან ერთად მოქმედებს.

თუ მისი ფუნქციები დაირღვევა, იგი მთელს სისტემაზე ცუდად იმოქმედებს და გამოიწვევს მონელების პრობლემებს, თავის ტკივილს, გადაღლილობას, სტრესსა და იმუნური სისტემის დასუსტებას.

გაეცანით ამ სტატიაში მოცემულ სიმპტომებს, რომლებიც მიუთითებს, რომ თქვენი ღვიძლი ტოქსინებით არის დატვირთული.

თუ რომელიმე მათგანი აღგენიშნებათ, სწრაფად მიიღეთ ზომები, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.

1. წონის აუხსნელი მომატება

როდესაც ღვიძლი დაზიანებულია და აგრეთე ებრძვის ტოქსინებს, რომლებიც მას ყოველ დღე უტევს, წონაში დასაკლებად არ გიშველით კალორიების შემცირება. თუ გსურთ, სასურველი შედეგი მიიღოთ, ჩაიტარეთ ნაწლავებისა და ღვიძლის წმენდა.

2. მუდმივი ალერგია

ანტისხეულები იქმნება ღვიძლში, ყოველ ჯერზე, როდესაც ორგანიზმში ალერგენი შემოდის. მაგრამ თუ ღვიძლი ვერ ასრულებს თავის საქმეს, ან მუშაობს ნელა, მაშინ ეს ალერგენები გროვდება ორგანიზმში. შედეგად კი, შეიძლება იგრძნოთ ალერგიული ქავილი, გამონაყარი კანზე, თავის ტკივილები, ქრინიკული სურდო, ხველა.

3. ქრონიკული დაღლილობა

ქრონიკული დაღლილობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენს ღვიძლს დახმარება სჭირდება. იგი დატვირთულია ტოქსინებით, რომლებიც არღვევს მთელ იმუნურ სისტემას.

4. ჭარბი ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი

თუ ღვიძლი გადატვირთულია, მისი ტემპერატურა იზრდება. ღვიძლი დიდი ორგანოა, ამიტომ მას შეუძლია გაზარდოს მთელი სხეულის ტემპერატურა. ამის საწინააღმდეგოდ, იმატებს ოფლის გამოყოფა, რომელსაც ახლავს უსიამოვნო სუნი.

5. გამონაყარის გაჩენა

ჰორმონალური დისბალანსი შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინებით. შედეგად, ჩნდება გამონაყარი. ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია კოსმეტიკური საშუალებებით, რადგან ის ღვიძლის პრობლემაა და არა კანის.

6. პირის ღრუს უსიამოვნო სუნი

ეს უსიამოვნო პრობლემა შეიძლება სიპმტომი იყოს იმისა, რომ ღვიძლი ფუნქცია დარღვეულია. ყველაზე მთავარია ექიმთან მისვლა და მიზეზის დადგენა. ყველაზე მიზანშეწონილი იქნება ღვიძლის ფუნქციონირების შეფასება.

თუ თქვენ გრძნობთ მუდმივ დაღლილობას, უარყოფით ემოციებს, განწყობის უმიზეზოდ ცვლილებას ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დისფუნქციის მიზეზი.

Facebook კომენტარები