ბავშვს მუცლის არეში ტკივილი აწუხებდა. როდესაც ექიმებმა მას რენტგენი გადაუღეს…

10814
Vairkoseti

რამდენიმე თვის განმავლობაში, 3 წლის ბიჭს ინდოეთიდან მუცლის არეში ტკივილი ტანჯავდა. ექიმები მას გამაყუჩებლებს აძლევდნენ, მაგრამ ეს მას არ შველიდა. როდესაც მშობლებმა დაინახეს, რომ სიტუაცია არ უმჯობესდება, გადაწყვიტეს ის საავადმყოფოში წაეყვანათ. ექიმებმა ბავშვს რენტგენი გადაუღეს და ის, რაც მათ დაინახეს, ყველა გააოგნა!

ბავშვის მუცელში ლითონის საგნები იპოვეს… მას ოპერაცია დასჭირდა. ექიმებმა 3 წლის პატარას ნაწლავიდან 29 მაგნიტი, 1 ბატარეა და მონეტა ამოიღეს. Daily Mail–ზე დაყრდნობით, ბიჭი ამ ყველაფერს უბრალოდ ყლაპავდა.

პატარას მუცელში 29 მაგნიტი ერთ დიდ ბურთს წააგავდა. ექიმ პატაკის თქმით ეს ძალიან სერიოზული შემთხვევა იყო და მაგნიტებმა ბავშვის ნაწლავები დააზიანეს. ოპერაცია 3 საათი გრძელდებოდა.

საბედნიეროდ, ბავშვი რამდენიმე დღეში გამოწერეს. იმედია ეს მშობლებისთვის კარგი გაკვეთილი იქნება, პატარას ყურადღება ხომ მუდმივად უნდა მივაქციოთ!

 

Facebook კომენტარები
Vairkoseti