იშიაზის მკუშნალობა ხალხური მეთოდით ყველაზე ეფექტურია

1921

იშიაზის მკუშნალობა ხალხური მეთოდით ყველაზე ეფექტურია

იშიაზი საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია, რომელიც ხერხემლის გავა-წელის მიდამოში ზურგის ტვინის ხუთი სხვადასხვა დონიდან იღებს სათავეს.

იგი მიუყვება დიდ დუნდულა კუნთს, ჩადის ფეხში, იტოტება და მუხლის, წვივის, წვივ-ტერფის სახსრებს, ტერფსა და ფეხის თითებს სწვდება.

იშიაზის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

• ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი;

• მენჯის ძვლების დაცილება ორსულობისას, რაც ზოგჯერ საჯდომი ნერვის მიჭყლეტას იწვევს;

• მსხლისებრი კუნთის სინდრომი (მსხლისებრი კუნთი დიდი დუნდულა კუნთის ქვეშ მდებარეობს. საჯდომი ნერვი მასში ან მის ქვეშ გადის.

• მალათაშორისი დისკის დეგენერაცია;

• ართრიტი;

• ტრავმა;

• შეკრულობა;

• დიაბეტი;

• ხერხემლის მეტისმეტი დატვირთვა.

წარმატებული მურნალობისთვის საჭიროა გამომწვევი მიზეზის გამოვლენა და მისი მკურნალობა. იშიაზის მკურნალობის მნიშვნელოვანი მომენტია მწვავე პერიოდში მოძრაობის შეზღუდვა.

ავადმყოფი მაგარ საწოლზე უნდა იწვეს. უმჯობესია, საწოლზე დავდოთ ხის დაფა და ზედ თხელი ლეიბი დავაგოთ. მწვავე ტკივილის დროს ხერხემლის დატვირთვის შესამცირებლად რეკომენდებულია წოლა.

მწოლიარეს წელის ქვეშ უნდა ედოს ბალიში ან დახვეული პლედი, ხოლო ფეხები ოდნავ ამაღლებული და მუხლებში მოხრილი ჰქონდეს. ასეთ პოზიციაში ხერხემლის მიდამოს მსხვილი კუნთები დუნდება, რაც ტკივილს საგრძნობლად ამცირებს.

როგორ ვუმკურნალოთ ნაჯდომის ნერვის ანთებას სახლის პირობებში? 

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 1 ლიტრი
  • ცხელი წყალი 1 სათლი
  • ინგლისური მარილი 1 მუჭა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ, როგორც კი მარილი გადნება, ჩაყავით ფეხები და დააყოვნეთ სანამ წყალი არ გაგრილდება.
  2. ფეხები შეიმშრალეთ, შემდეგ დაითბუნეთ და დაწექით დასაძინებლად. დილიდან ჩაიცვით თბილი წინდა და ფეხშიშველმა არ იაროთ.
  3. დაუყონებლივ იგრძნობთ ტკივილის შემსუბუქებას. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე, სანამ სიმპტომები არ შეგიმსუბუქდებათ

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები