ამით მოვურჩინე ჩემ გოგონას ძლიერი ხველა – უნიკალური სიროფი, რომელიც სწრაფად და იაფად მზადდება სახლის პირობებში.

11249
avia.ge

ამით მოვურჩინე ჩემ გოგონას ძლიერი ხველა – უნიკალური სიროფი, რომელიც სწრაფად და იაფად მზადდება სახლის პირობებში.

 

რა არის ხველა?
  • ხველა არის მნიშვნელოვანი რეფლექსი, მოქმედება, რომელიც წარმოიშვება სასუნთქი გზების გასუფთავების მცდელობისას.
  • ხველის უმრავლესობა წარმოადგენს გაციების ნიშანს.
  • შეტევითი ხველა ეწოდება 5 წუთის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში განვითარებულ შეუჩერებელ ხველას.
  • ხველა შეიძლება იყოს მშრალი (ნახველის გარეშე) ან სველი (თეთრი, ყვითელი ან მწვანე ფერის ნახველით).
ხველის მიზეზები:
  • გაციება ანუ ვირუსული ბრონქიტი – ბაქტერიები არ იწვევს ბრონქიტს ჯანმრთელ ბავშვებში.
  • ფილტვის ბაქტერიული ინფექციები – მაგალითად, ფილტვის ანთება.
  • წიაღების ინფექცია – ხველა შეიძლება განვითარდეს, როდესაც ხახის უკანა კედელზე არსებული ჩანადენი აღიზიანებს სასუნთქ გზებს ან როდესაც წიაღის შიგნით განვითარებული წნევა წარმოქმნის ხველის რეფლექსს.
  • ალერგიული ხველა – ვითარდება ალერგიული ნივთიერებების შესუნთქვის ან რამეზე ალერგიის განვითარების დროს
  • ასთმა – ასთმა მსტვინავი სუნთქვით წარმოადგენს ქრონიკული ხველის ხშირ მიზეზს. ასთმის მქონე ბავშვების 25%-ს აღენიშნება მხოლოდ ხველა მსტვინავი სუნთქვის გარეშე.
  • ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ხველა – განპირობებულია სასუნთქი გზების გაღიზიანებით. ყველაზე ხშირი მიზეზია თამბაქოს ბოლი.
  • ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ხველა – ძლიერდება სირბილის, განსაკუთრებით კი ცივი ჰაერის შესუნთქვისას.
  • სერიოზული მიზეზებით გამოწვეული ხველა – ბრონქიოლიტი, ყივანახველა ან სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრა.
ნახველი

ყვითელი ან მწვანე ნახველის არსებობა ნორმალური მოვლენაა ვირუსული ბრონქიტის ჩათავების დროს. მისი ამოხველება ნიშნავს, რომ ტრაქეის კედლის ლორწოვანი გარსი დაზიანებული იყო ვირუსით. ანტიბიოტიკები არ არის ყოველთვის საჭირო ყვითელი ან მწვანე ნახველის სამკურნალოდ, რომელიც ჩნდება გაციების შემდეგ.

რა უნდა ვიცოდეთ ხველის შესახებ
  • უხშირესად ხველა არის გაციების ნიშანი.
  • ნახველის ამოხველება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის იცავს ფილტვებს ანთებითი პროცესის განვითარებისგან.
  • ხველის უნარის სრულად მოსპობა არ არის მიზანშეწონილი.

ახლა გადავიდეთ უშუალოდ ხალხურ რეცეფტზე, რომელიც მასწავლეს, როდესაც ჩემი 3 წლის გოგონა გაცივდა და ხველა დაეწყო. რეცეფტს გიზიარებთ, რადგან უდაოდ კარგი შედეგი აქვს და ძალიან მომეწონა.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ: 

  • 1 ლ წყალი
  • 16 ცალი დაფნის ფოთოლი( მე ნედლი გამოვიყენე)
  • 16 ჩ.კ თაფლი
  • ნახევარი ჩ.კ სოდა

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ქვაბში. თაფლი კარგად გახსენით წყალში და დადქით ქურაზე, ადუღეთ სანამ რაოდენობა ერთ ჭიქაზე არ ჩამოვა. შემდეგ გადაიტანეთ ქილაში. შინახეთ მაცივარში დაახლოებით ერთი კვირის დოზაა. დიდებმა მიიღეთ 1 ს.კ 3-ჯერ დღეში. ბავშვებს დაალევინეთ 1 ჩ.კ კოვზი ასევე 3-ჯერ დღეში. შედეგით ნამდვილად იქნებით მადლიერი.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის.

Facebook კომენტარები
aviabiletebi online