იცით როდისაა სწორი დრო წყლის დასალევად?ამის ცოდნა მნიშვნელოვანია

705

იცით როდისაა სწორი დრო წყლის დასალევად?ამის ცოდნა მნიშვნელოვანია

თქვენი სხეულის წონის ნახევარზე მეტი შედგება წყლისგან და აუცილებელია მისი ამ დონეზე შენარჩუნება, რათა თქვენი სხეულის ორგანოებმა და უჯრედებმა შეინარჩუნონ სწორი ფუნქციები.

წყალი აუცილებელია სხეულის ფუნქციონირებისთვის (ნარჩენების მოშორება და სახსრების ფუნქციები).

როდესაც ვარჯიშობთ, წყალი გეხმარებათ სხეულის ტემპერატურის დარეგულირებაში.

თუკი ვარჯიშის დროს არ მიიღებთ საკმარისი რაოდენობის წყალს, საკუთარ თავს გაუწყლოებისა და მასთან დაკავშირეული პრობლემების წინაშე დააყენებთ.

სწორად შერჩეულ დროს წყლის დალევა მის ეფექტურობას ზრდის.

2 ჭიქა წყლის მიღება გაღვიძების შემდეგ, ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების აქტივაციას;

კვებამდე 30 წუთით ადრე, ერთი ჭიქა წყლის დალევა საკვების მონელებას აუმჯობესებს;

1 ჭიქა წყლის მიღება აბაზანის მიღებამდე, დაბლა სწევს გულის წნევას;

1 ჭიქა წყალი დაძინებამდე გულის შეტევის რისკს ამცირებს.

ადამიანის სხეულის 70% წყლისგან შედგება.

  • სისხლში წყლის შემცველობა – 70%;
  • კუნთებში – 75%;
  • ცხიმოვან ქსოვილში – 10%;
  • ძვლებში – 22 %;
  • ტვინში – 85%.

მამაკაცებმა დღის განმავლობაში 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღონ, ხოლო ქალბატონებმა – 2,2 ლიტრი.

უნდა დალიოთ უფრო მეტი სითხე, ვიდრე თქვენი ორგანიზმი გამოყოფს.
თუ სიცხეში ვარჯიშობთ, წყურვილის შეგრძნებას არ დაელოდოთ. დალიეთ წყალი ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის მერეც.

ვარჯიშის პერიოდში, სასურველია, 15-20 წუთში ერთხელ, ½ – 1 ჭიქა წყალი მიიღოთ, ვარჯიშამდე – 2 ჭიქა, ვარჯიშის შემდეგ კი 1 ჭიქა წყალი დალიოთ.

მონაცემები იცვლება იმის მიხედვით, თუ რამდენს ვარჯიშობთ, სად ვარჯიშობთ და როგორ გრძნობთ თავს.

10 საუკეთესო პროდუქტი წყლის ბალანსის აღსადგენად:

  • კიტრი – 96%
  • საზამთრო – 96%
  • ანანასი – 95%
  • სალათის ფურცლები – 95%
  • პომიდორი – 94%
  • ყურძენი – 95%
  • ბროკოლი – 95%
  • მანგო – 92%
  • ფორთოხალი – 92%
  • მსხალი – 89%

თბილი-ცხელი წყალი

იმის გამო, რომ კუჭში წყლის და სხვა საკვების გათბობა გამოწვეულია თირკმელების ენერგიით, ამიტომ საკვები და წყალი არ უნდა იყოს ცივი.

თირკმელების ენერგია უნდა  გაიზარდოს.
საჭმლის მომნელებელი პროცესი არ უნდა გაგრძელდეს კუჭში წყლის მიღების დროს! წინააღმდეგ შემთხვევაში,  სხეული გამოგზავნის მთელ წყალს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გასათხელებლად და არ შეუშვებს მას ნაწლავებში.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები