ანისულის ნაყენი უებარი საშუალებაა ნაწლავის მოქმედების გასაქტიურებლად  – თავად გამოსცადეთ

167
Vairkoseti

ანისულის ნაყენი უებარი საშუალებაა ნაწლავის მოქმედების გასაქტიურებლად  – თავად გამოსცადეთ

ანუსილის ნაყენი იხმარება როგორც სიცხის დამწევი, ამოსახველებელი, ნაწლავის მოქმედების გამააქტიურებელი, გაზგამდენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ყველაზე ხშირად ანისულის ნაყოფისაგან მიღებულ პრეპარატებს იყენებენ სასუნთქი ორგანოების დაავადების დროს როგორც ამოსახველებელ საშუალებას, მის პრეპარატებს უნიშნავენ ლარინგიტების, ტრაქეიტების, ბრონქიტების, ბრონქოპნევმონიისა და ყივანახველის დროს.

ანისულის პრეპატებს იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ნაწლავების სპაზმების დროს.

კუჭის მუშაობის გასაუმჯობესებლად და მეტეორიზმის წინააღმდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ნახარში:

აიღეთ 5 გ (1 ჩაის კოვზი) ანისულის ნაყოფი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში.

გააცივეთ 45 წთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობით (200 მლ) მიღებამდე.

შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 30 წთ-ით ადრე.

ანისული, როგორც სამკურნალო მცენარე ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი.

ნერვული სისტემის გასაძლიერებლად სვამენ ანისულის ჩაის, რომლის შემადგენლობაში, აგრეთვე, შედის ბეგქონდარა და მუხუდო.

მართალია, ამ ჩაის არათვალსაჩინო შარდმდენი და საფაღარათო თვისებები აქვს.

3 გ ანისულის თესლი დღეში არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს – ანისულის მოხმარება, თუნდაც სანელებლის სახით, აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარებას/ითვლება, რომ ანისულის მოხმარება აუმჯობესებს ლაქტაციას.

თუ გაითვალისწინებთ, რომ იგი ხსნის ნაწლავურ კოლიკებსაც, ბავშვისთვის მას ორმაგი სარგებელი ექნება, ხოლო დედას დიეტურ კვებას გაუმრავალფეროვნებს.

აუცილებლად სანახავი:როგორ შევაჩეროთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი ინგრედიენტი და 100% იანი შედეგი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები
Vairkoseti