ჰიპერტონიით დაავადებულთა კალენდარი – რაში მდგომარეობს და როგორ ხდება მკურნალობა – გაიგეთ ჩვენი სტატიიდან

63
Vairkoseti

ჰიპერტონიით დაავადებულთა კალენდარი – რაში მდგომარეობს და როგორ ხდება მკურნალობა – გაიგეთ ჩვენი სტატიიდან

დიდი ხანია, დამოუკიდებლად ვებრძვი დაავადებას, რომელიც, როგორც მედიკოსები ამტკიცებენ, ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს.

ეს არის ჰიპერტონია

ჰიპერტონია – არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს არტერიული წნევის მუდმივი მომატება – ანუ ხშირი ჰიპერტენზია. ამასთან, ეს ტერმინი მოიცავს საერთო ტონუსის, მათ შორის გულის კუნთის ტონუსის მატებას.

ჰიპერტონიის დიაგნოზი დგინდება პაციენტზე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ არტერიული წნევის მატება რეგულარულია.

ამ დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, კიდურების დაბუჟება და თავბრუსხვევა. ჰიპერტონიის შედარებით გართულებულ შემთხვევაში ამ სიმპტომებს ემატება ტაქიკარდია,  გულის რითმის პერიოდული დარღვევები.

მას შემდეგ, რაც 45 წლის გავხდი, მაღალი წნევა თავს აღარ მანებებს. დავიწყე იმ ხალხური რეცეპტების შეგროვება, რომლებიც ჰიპერტონიას შეეხებოდა და მგონი, უკვე ყველა რეცეპტი ვიცი, რაც კი სა-
ქართველოში გამოქვეყნებულა.

ჰიპერტონიის სამკურნალოდ ჩვენს ხალხურ მედიცინას უამრავი მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება მოეპოვება.

ერთ-ერთი მათგანია ძახველი. მას მეც ეფექტურად ვიყენებ, მაგრამ გამოცდილებამ დამანახა, რომ წელიწადის სხვადასხვა დროს ჰიპერტონიას სხვადასხვანაირად უნდა ვუმკურნალოთ.

მაგალითად, გვიან შემოდგომაზე ვიწყებ ძახველის სიროფის სმას.  (სიროფს ასე ვამზადებ: ძახველს ვხეხავ და
ვამატებ იმავე ოდენობის შაქარს).

ძახველის სიროფი ძალიან გემრიელია. თუ შაქრის მიღება არ გსურთ, ძახველმა პირი რომ არ გაგიმწაროთ, უნდა მოყინოთ და ისე მიირთვათ.

– შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად ვსვამ შავბალახას ნაყენს: ერთ სუფრის კოვზ
მშრალ შავბალახას ვასხამ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს, ნახევარი საათით ვაყენებ და ვიღებ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სუფრის კოვზით დღეში სამჯერ.

ეს დოზა პრაქტიკულად ჰომეოპათიურია და არავითარ გართულებას არ იწვევს, მაგრამ არაჩვეულებრივად აწესრიგებს არტერიულ წნევას. ამასთანავე, აჯანსაღებს ნერვულ სისტემას, ამაგრებს ფსიქიკას.

ჰიპერტონიით დაავადებულებს ვურჩევ, აუცილებლად მოსინჯონ მკურნალობის ეს მეთოდი. მე მისი წყალობით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბოლო ხანს წნევა 150-ზე ზემოთ ერთხელაც არ ამწევია, რაც ჩემი ასაკისთვის 57 წლის გახლავართ — თითქმის დაუჯერებელია.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები
Vairkoseti