იცით რა პრობლემების გამკლავება შეგიძლიათ ციტრუსების დახმარებით? წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია

196
Vairkoseti

იცით რა პრობლემების გამკლავება შეგიძლიათ ციტრუსების დახმარებით? წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია

ცნობილია, რომ ციტრუსები უხვად შეიცავს ვიტამინებს, მიკროელემენტებს და სხვა
სასარგებლო ნივთიერებებს, ამიტომ ვცდილობ, რამდენადაც ხელი მიმიწვდება, შინ ყოველთვის მქონდეს ესა თუ ის ციტრუსი.

სამკურნალოდ ვიყენებ არა მარტო ციტრუსის რბილობს, არამედ ქერქსაც.

როდესაც ლიმონს, ფორთოხალს ან გრეიპფრუტს მიირთმევთ, ქერქი არ გადაყაროთ — შეაგროვეთ და გაახმეთ. საღამოს, როდესაც ტელევიზორის წინ მოიკალათებთ, გაიკეთეთ ფეხების ასეთი აბაზანა:

ჩაასხით თასში თბილი წყალი, ჩაყარეთ გამომშრალი ციტრუსის ქერქი და ფეხები ჩაყავით. მაშინვე იგრძნობთ სიამოვნებასა და შვებას, ხოლო დახეთქილი ქუსლები მოგიშუშდებათ და დაგირბილდებათ.

თანაბრად აურიეთ ერთმანეთში ლიმონისა და ფორთოხლის გაჭყლეტილი რბილობი
დაიდეთ გაწმენდილ სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ასეთი პროცედურის შემდეგ კანი გაახალგაზრდავდება და აელვარდება.
ზოგჯერ იდაყვებზე კანი უხეშდება და სკდება. ასეთ დროს ლიმონს ვიყენებ:

ვჭრი შუაზე და ამ „ფინჯნებში“ 10-15 წუთით ვყოფ იდაყვებს. თუ ლიმონი არ გაქვთ, შეგიძლიათ ფორთოხალი ან გრეიპფრუტი გამოიყენოთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ იდაყვები ახალშობილივით გლუვი გაგიხდებათ.

აუცილებლად სანახავი:ვარიკოზული ვენების მკურნალობა ამ მეთოდით ყველაზე სწრაფი და ეფექტური აღმოჩნდა.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები
Vairkoseti