ქუსლების დასკდომის დროს ეს  უებარი ხალხური მეთოდები დაგეხმარებათ

27

ქუსლების დასკდომის დროს ეს  უებარი ხალხური მეთოდები დაგეხმარებათ

47 წლის ქალი ვარ. რამდენიმე წელია, ფეხის ქუსლებზე კანი დამისკდა. მივიკითხ-მოვიკითხე, სამედიცინო ლიტერატურაც მოვიძიე, რეცეპტები შევკრიბე, გამოვცადე და შედეგით მართლაც კმაყოფილი დავრჩი.

ვიცი, გაზაფხულობით ღია ფეხსაცმლის ჩაცმას ბევრი სწორედ იმის გამო არიდებს თავს, რომ ქუსლებზე ნახეთქების გამოჩენისა ერიდება.

გადავწყვიტე, მომეწერა და თქვენი მკითხველისთვისაც გამეცნო ის მარტივი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც სულ რამდენიმე კვირაში მოვიწესრიგე ქუსლების კანი.

როგორც კი შეამჩნევთ, რომ ქუსლებზე კანი გაგისქელდათ და გაგიუხეშდათ, მაშინვე მიიღეთ თბილი წყლის აბაზანები, რომელშიც ჩაამატებთ 1 სადილის კოვზ საჭმელ სოდას. ფეხები წყალში მანამდე უნდა გააჩეროთ, ვიდრე წყალი სასიამოვნო ტემპერატურისაა.

შემშრალების შემდეგ გაუხეშებულ ადგილებსა და ნახეთქებზე უნდა დაიდოთ გახეხილი კომბოსტო და მწვანე ხახვი, შეიხვიოთ ფეხები პოლიეთილენით და ასე დაიძინოთ.

დილით კომპრესი შეიხსენით, დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და წაისვით ფეხის ნებისმიერი კრემი.

იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე დღესაც. კანი დარბილდება და სპეციალური ფეხის სახეხით ან პემზის ქვით მისი მოცილება გაცილებით გაადვილდება.

თუ რამდენიმე ხნის შემდეგ პრობლემამ ისევ იჩინა თავი, ტუხტის ფესვების ნაყენი
უნდა მოამზადოთ:

აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ტუხტის ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი, კარგად დაახურეთ თავსახური და ხშირი მორევით გაათბეთ წყლის ორთქლზე 30 წუთის განმავლობაში.

ნაყენი ოთახის ტემპერატურამდე რომ გაცივდება, დაასველეთ მასში დოლბან-
დის ხელსახოცები და ნახევარი საათით დაიწყვეთ ქუსლებზე. ეს პროცედურა დღეში ორჯერ დილა-საღამოს უნდა ჩაიტაროთ.

არანაკლებ ეფექტიანია ეს მეთოდი:

აურიეთ ერთმანეთში კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ნახევარი ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი.

მიღებული მასა დაიდეთ ცხელ წყალში დარბილებულ ქუსლებზე და გაიჩერეთ, ვიდრე არ გაშრება და მყარ ქერქად არ გადაიქცევა.

დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და დამარბილებელი ემულსია ან
რომელიმე მალამო წაისვით.

და კიდევ: ქუსლების კანი გაცილებით ნაზი და გლუვი გახდება, თუ ყოველ საღამოს, და-
ბანის შემდეგ, ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს შეიზელთ.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:Როგორ განვსაზღვროთ მაღალი ქოლესტერინი სისხლში? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ნორმაში იყოს მუდამ?!

Facebook კომენტარები