თუ თვალის ანთება გაქვთ, ან უბრალოდ დისკომფორტი გაქვთ თვალებში გახელისას და გიწითლდებათ, , გასწავლით საოცრად ეფექტურ რეცეფტებს

2981

თუ თვალის ანთება გაქვთ, ან უბრალოდ დისკომფორტი გაქვთ თვალებში გახელისას და გიწითლდებათ, გასწავლით საოცრად ეფექტურ რეცეფტებს

აიღეთ ახალგაზრდა, ერთწლიანი ფიჭვის დაქუცმაცებული წიწვი 4-5 სუფრის კოვზი, ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი 2 სადილის კოვზი და ხახვის დაქუცმაცებული
ნაფცქვენი 4-5 სადილის კოვზი.

მოათავსეთ ლიტრიან ჭურჭელში, ჭურჭელი პირამდე აავსეთ წყლით, წამოადუღეთ, თბილად შეფუთეთ და მთელი ღამით დააყენეთ. დილით გაწურეთ და სვით დღის განმავლობაში წყლის მაგივრად, დღეში 0,5ლ-მდე.მკურნალობის კურსი 4 თვეა.

მოცხარისგან კი მხედველობის წამალი ასე მზადდება:

აიღეთ 1 კგ შავი მოცხარი, ჩაყარეთ მინის ქილაში და დააყარეთ 1200 გრამი შაქარი.
ქილა შედგით მაცივარში, გააჩერეთ ერთი დღე-ღამე და როდესაც მოცხარი წვენს გამოუშვებს, კარგად მოურიეთ, მიირთვით ყოველდღე, დღეში ორჯერ, 50 გრამი.

აიღეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა ან ამდენივე კამის თესლი, დაასხით
ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და 15-20 წუთი გააჩერეთ.

გააცივეთ, გადაწურეთ და ამ გაგრილებულ ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონები 15-20 წუთით დაიდეთ თვალებზე.

თუ თვალები ხშირად გიწითლდებათ, უნდა მოამზადოთ ჩვეულებრივი ხახვის ნახარ-
ში, დაუმატოთ ცოტა თაფლი, კარგად აურიოთ და თვალები დღეში 4-5-ჯერ ამ ხსნარით გაიწმინდოთ.

თუ ამან შედეგი არ გამოიღო, აიღეთ 2 ჩაის კოვზი მრავალძარღვას დაფქული თესლი,
დაასხით 2 ჩაის კოვზი ცივი წყალი და 6 სადილის კოვზი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ასე 1 საათი, გადაწურეთ და მიღებული ნარევი გამოიყენეთ საფენებისთვის.

კარგია მცენარეებისგან მომზადებული ჩაიც: აიღეთ ერთი წლის ფიჭვის დაქუცმა-
ცებული წიწვები — 4,5 სუფრის კოვზი, ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი 2 სუფრის
კოვზი და ხახვის დაქუცმაცებული ნაფცქვენი 4-5 სუფრის კოვზი;

ჩაყარეთ ყველაფერი ეს ლიტრიან ჭურჭელში, დაასხით იმდენი წყალი, რომ ჭურჭელი პირამდე აივსოს, მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ შეფუთეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით გაწურეთ და სვით სურვილისამებრ, 0,5ლ-მდე დღეში. მკურნალობის კურსი 4 თვეა.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:Როგორ განვსაზღვროთ მაღალი ქოლესტერინი სისხლში? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ნორმაში იყოს მუდამ?!

Facebook კომენტარები