ალკოჰოლურ სასმელებს  სამკურნალო დანიშნულება აქვს – იხილეთ რეცეპტები

222

ალკოჰოლურ სასმელებს  სამკურნალო დანიშნულება აქვს – იხილეთ რეცეპტები

ალკოჰოლი ადამიანის მტერი არ არის. სპირტიანი სასმელი უამრავი სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის.

ფრანგი ექიმები პაციენტებს გულის გასამაგრებლად ღვინოს უნიშნავენ, სისხლძარღვთა გასაფართოებლად — კონიაკს.

გერმანიის ზოგიერთ კოსმეტიკურ კლინიკაში ლუდის აბაზანებს იღებენ, რადგან ამ სასმელს კანის დაავადებათა სამკურნალო იდეალურ საშუალებად მიიჩნევენ.

დიდი ხანია, სპირტიან სასმელებს მეც წამლად ვიყენებ. მინდა, ორი-სამი რეცეპტი მკითხველსაც შევთავაზო:

ასთმის შეტევების თავიდან ასაცილებლად:

ვირისტერფას 40 ფოთოლს დაასხით 0,5ლ
არაყი. დააყენეთ მთელი ღამით. ყოველ ღამე ამოიღეთ ქილიდან და დაიფინეთ გულმკერდზე იმდენი ფოთოლი, რამდენიც დაგეტევათ.

მკურნალობა განაგრძეთ, ვიდრე ფოთლები
არ გამოილევა. სასურველია, კურსი 3 თვეში ერთხელ გაიმეოროთ.

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის:

ნახევარლიტრიანი ბოთლი მესამედამდე შეავსეთ დაჭრილი ნივრით, აავსეთ არყით,2 კვირითსიბნელეში დადგით და ყოველდღე ანჯღრიეთ. შემდეგ გაფილტრეთ. 4-5 წვეთი 1 ს/კ ანადუღარ ცივ წყალგააზავეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. კურსი 4-6 კვირაა.

დაავადების სიმძიმის კვალობაზე, მისი გავლა წელიწადში 2-4-ჯერ არის საჭირო.

არითმიისა და ტაქიკარდიის დროს:

1 ჩ/კ დაქუცმაცებულ წითელ კუნელს დაასხით არაყი, 7 დღეს გააჩერეთ სიბნელეში, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 20-30 წვეთი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 10-14 დღეა.

მაღალი სიცხით მიმდინარე გაციებისას:

აიღეთ ერთი ბოთლი მაგარი, მუქი ლუდი,
30°C-მდე შეათბეთ წყლის აბაზანაზე, დალიეთ, ჩაწექით ლოგინში და თბილი საბანი დაიხურეთ.

ბრონქიტისა და ძლიერი ხველის დროს:

2 ცალი ლიმონი გათალეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 1/2 ჭიქა ლუდი, 1 ჭიქა შაქარი, 2 ს/კ ძირტკბილას დაქუცმაცებული ფესვი და 1 ჩ/კ ანისულის ფოთოლი, 1 საათით დადგით წყლის აბაზანაზე, შემდეგ გაფილტრეთ და გააცივეთ, მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:Როგორ განვსაზღვროთ მაღალი ქოლესტერინი სისხლში? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ნორმაში იყოს მუდამ?!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები