შავბალახა – საუკუთესო მკურნალი! 

294

შავბალახა – საუკუთესო მკურნალი! 

40 წელს რომ გადავაბიჯე, ჰიპერთირეოზი დამემართა. ძალიან გავხდი — დაახლოებით 20 კგ დავიკელი, დამეწყო ოფლიანობა, გამიხშირდა გულისცემა.

ნევროპათოლოგმა ენდოკრინოლოგთან გამაგზავნა, რომელმაც, საბედნიეროდ, მალევე დამისვა სწორი დიაგნოზი, გამიბრაზდა, რომ თავიდანვე მას არ მივმართე და მკურნალობა დამინიშნა.

ვსვამდი მედიკამენტებს და ვიცავდი კვების რეჟიმს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მაინც ვერ
ვიყავი კარგად — უგუნებობასა და გაღიზიანებადობას ვერაფრით დავაღწიე თავი. ნევროპათოლოგმაც და ენდოკრინოლოგმაც შავბალახას სმა მირჩიეს.

დავიწყე ძილის წინ მისი ნაყენის სმა. ძილიც მომიწესრიგდა და დღისითაც გაცილებით უკეთ ვგრძნობდი თავს.

თავდაპირველად ნაყენს აფთიაქში ვყიდულობდი, ზაფხულში კი ეს მცენარე საკუთარ ბაღში აღმოვაჩინე, მაშინვე ვიცანი და გადავწყვიტე, ნაყენი დედაჩემისთვისაც მომემზადებინა, რადგან ვიცი, შავბალახა მაღალ წნევასაც შველის.

პატარა მაკრატლით მოვჭერი, გაზეთზე გავფინე და ჩრდილში გავაშრე, ჩემთვის კი გამოვწურე ახალი წვენი (ის უფრო ეფექტურია) და ყოველ საღამოს ვსვამდი 30 წვეთს (ვაზავებდი ერთ კოვზ წყალში).

გთავაზობთ შავბალახას სპირტხსნარის არაჩვეულებრივ რეცეპტს.

შავბალახა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გამოწურეთ წვენი და დაამატეთ იმავე რაოდენობის 96-გრადუსიანი სამედიცინო სპირტი, ჩაასხით ბოთლში და მჭიდროდ დაახურეთ თავზე. მიიღეთ 20 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.

შავბალახას დღესაც ვსვამ. გულის ფრიალი გაცილებით იშვიათად მაწუხებს, დავმშვი-
დდი, ნორმალურად მძინავს და აღარც უმიზეზოდ ვქვითინებ. მკურნალობაც უფრო მეტი წარმატებით მიმდინარეობს.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:არსებობს კარგი მეთოდი სისხლძარღვების გასაწმენდად, მათი ბუნებრივი ელასტიურობის აღსადგენად აბების გარეშე.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები