ეს შესანიშნავი რეცეპტები ბებიამ მასწავლა – დაღლილობას და მეხსიერების გაუარესებას ასე უმკლავდებოდა

646

ეს შესანიშნავი რეცეპტები ბებიამ მასწავლა – დაღლილობას და მეხსიერების გაუარესებას ასე უმკლავდებოდა

ბებიაჩემი 93 წლისა გარდაიცვალა და ბოლომდე სხარტი გონება და არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა. ერთხელ არდადეგებზე მასთან ჩავედი. გამოცდები ახალი ჩაბარებული მქონდა და გადაღლილ-გამოფიტული ვიყავი.

მაშინ ბებიამ მითხრა, თუ ახლავე არ დაიწყე მეხსიერებაზე ზრუნვა, სიბერეში გვიანი იქნებაო და მასწავლა კიდეც საოცარი საშუალება.

თურმე თავადაც სვამდა და შვილებისთვისაც ურჩევია, მაგრამ რატომღაც ყური არ დაუგდეს. მე კი ვენდე ბებიას და დღემდე ვასრულებ მის დანაბარებს.

აი შედეგიც: როგორც არ უნდა ვიყო, გონება ყოველთვის შესანიშნავად მიმუშავებს.

40 გ  ნიორს დაასხით 100 გ არაყი ან სპირტი და მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში.
უკეთესი გემო რომ ჰქონდეს, შეგიძლიათ დაუმატოთ პიტნის წვეთები. მიიღეთ 10 წვეთი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

1 სადილის კოვზ ასფურცელას გამხმარ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი 2 საათი. მიიღეთ თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ამ ენერგიის მომგვრელი ჩაის დალევა განუსაზღვრელი ხნის განმავლობაში შეიძლება. ასე რომ, სვით ასფურცელას ნაყენი და დაღლილობა ვეღარაფერს დაგაკლებთ.

თუ დაღლილობამ მეხსიერებასაც შეუტია, ქერი და ახალგაღვივებული ხორბალი გამო-
გადგებათ.

უნდა აიღოთ დაახლოებით 100 გრამი ქერი, დაასხათ 300 მლ წყალი და კარგად მოხარ-
შოთ, გადაწუროთ და ნახარშს დაუმატოთ 1 სადილის კოვზი თაფლი.

ნაყენი უნდა გაყოთ ორ ნაწილად და დილა-საღამოს სვათ. ამის პარალელურად ახალ-
გაღვივებულ ხორბალს უნდა მოაჭრათ მწვანე ღეროები და დღეში რამდენჯერმე მიირთვათ. ასე უნდა განაგრძოთ ორი კვირა.

მეხსიერების სწრაფ აღდგენას ასეც შეუწყობთ ხელს:

აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის სტაფილო და გახეხეთ წვრილად, დაახლოებით 100-150 გრამი რომ გამოვიდეს. დაასხით ბლომად მზესუმზირას ზეთი. მიღებული მასა გაყავით ორად.

ნახევარი მიირთვით დილით, უზმოზე, ნახევარი კი სამხრად, ცარიელ კუჭზე.
მკურნალობა გრძელდება 2-3 კვირა. სტაფილოთი მკურნალობა აკრძალულია მათთვის, ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება აქვს.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილებს შეგიმსუბუქებთ ეს შესანიშნავი რეცეფტები.

Facebook კომენტარები