მეთოდი, რომელიც ორგანიზმს ცხიმებისა და ტოქსინებისგან წმენდს. საუკეთესო საშუალებაა

3120

დეტოქსიფიკაცია ეს სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსია, რომლებიც ტარდება ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შეწყვეტის და ორგანიზმიდან მათი მოცილების მიზნით. მსხვილი ნაწლავის ღვიძლის და თირკმლის დეტოქსიკაცია თქვენი ორგანიზმიდან ცხიმს და ტოქსინებს ბოლომდე გამოდევნის.

ამ პროცედურის ჩასატარებლად საჭიროა სპეციალური დიეტის დაცვა. მედიკოსების უმრავლესობა პაციენტს დეტოქსიკაციის 48 საათიან პროგრამას სთავაზობს, რისთვისაც სპეციალური საკვები უნდა მოამზადოთ და 2 დღის განმავლობაში მიირთვათ.

საუზმე – კინოა (Quinoa, მარცვლეული) და შავი ქლიავი

1/2 ჭიქა კინოა;
1 ჭიქა წყალი;
1/4 ჭიქა ბრინჯის რძე;
1 ს/კ დაჭყლეტილი შავი ქლიავი;
1 ს/კ სელის ზეთი;
1 ს/კ გახეხილი კოჭა;
1 მწიკვი ჯავზი.

მომზადების წესი:

წყალში ჩაყარეთ კინოა, ჯავზი, კოჭა და აადუღეთ. 10 წუთში დაამატეთ შავი ქლიავი და ბრინჯის რძე, ბოლოს კი სელის ზეთი.

სამხარი (ხილის)

1/2 ნუშის რძე;

1/4 ფინჯანი მოცვი;

1/4 ბანანი;

1/2 ფინჯანი ყინული

ეს ნაზავი სავსე იქნება ომეგა 3-ით და ტვინის მუშაობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

სადილი – ბოსტნეულის სუპი

2 ცალი დაქუცმაცებული ხახვი

2 კონა დაქუცმაცებული ნიახურის ღეროები;

2 ს/კვლიავის (ლათ. Carum) თესლი;

2 ს/კ ზღვის მარილი;

4 კბილი დაქუცმაცებული ნიორი;

დაქუცმაცებული კომბოსტო;

8 ჭიქა წყალი;

2 ს/კ დაქუცმაცებული ორეგანო;

1/2 ჭიქა დაქუცმაცებული ოხრახუში.

მომზადების წესი:

წყალში ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი გარდა დაქუცმაცებული ოხრახუშისა. აადუღეთ ნაზავი და 1 საათში ოხრახუში დაამატეთ.

ეს ნაზავი იდეალურია ნაღვლის ბუშტის, თირკმლებისა და ღვიძლისთვის.

დეტოქსიკაციის დიეტის დაცვისას ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

არ მიირთვათ 7 საათის შემდეგ;

ბაბუაწვერას ნაყენი ძილის წინ მიირთვით;

იმისთვის, რომ ორგანოები კიდევ უფრო მეტად გასუფთავდეს დამატებით მიირთვით:

თირკმელები – ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო;

ღვიძლი – მოცვი, მაყვალი;

მსხვილი ნაწლავი – პურის მარცვალი.

Facebook კომენტარები