მოამზადეთ უგემრიელესი ნამცხვარი “პრაღა” მარტივად! ძალიან მოგეწონებათ…

7208

კრემისთვის დაგჭირდებათ:

• 200 გრ. კარაქი
• 0,5 ქილა შესქელებული რძე
• 1 ს.კ კაკაო

გლაზურისთვის დაგჭირდებათ:

• 50 გრ. კარაქი
• 4 ს. კ შაქარი
• 3 ს. კ რძე
• 1 ს. კ კაკაო

ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ:

• 3 ც. კვერცხი
• 1 ჭიქა შაქარი
• 0,5 ქილა შესქელებული რძე
• 1 ჭიქა არაჟანი
• 1 ჩ. კ სოდა
• 1,5 ჭიქა ფქვილი
• 2 ს. კ კაკაო

მომზადება:

1. კრემის მოსამზადებლად გათქვიფეთ კარაქი და შესქელებული რძე. შემდეგ დაუმატეთ კაკაო და კარგად გადაურიეთ.

2. გლაზურის მოსამზადებლად კარად აურიეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი.

3. ცომის მოსამზადებლად გათქვიფეთ ვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ შესქელებული რძე, სოდიანი არაჟანი და ისევ გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და კაკაო. ფრთხილად აურიეთ.

4.საცხობ ჭურჭელში ჩააფინეთ ცხიმით დამუშავებული პერგამენტის ქაღალდი და აცხვეთ ცომი 180 გრადუს ცელსიუსზე.

5. ბისკვიტი კარგად გააგრილეთ და გაჭერით 3 ფენად. წაუსვით ფენებს შორის კრემი და ზემოდან მოასხით გლაზური.

Facebook კომენტარები