დაიცავით ღვიძლი ჰეპატიტისგან და ციროსიგან სახლის პირობებში

725
Vairkoseti

დაიცავით ღვიძლი ჰეპატიტისგან და ციროსიგან სახლის პირობებში

სხვადასხვა სახის ჰეპატიტი და მათი გადაცემის გზები

A ჰეპატიტი გადამდებია თუ გამოვიყენებთ სასმელად უვარგის/დაბინძურებულ
წყალს და A ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებულ საკვებს, ვირუსი გადადის ფეკალურ მასებთან შეხებით. ეს არის დაავადება, ძირითადად გართულებების გარეშე, რომელიც რამოდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს და არასდროს გადადის ქრონიკულ ფორმაში.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

არსებობს ვაქცინა, რომლის გაკეთებას ურჩევენ სამედიცინო პერსონალს და იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ ისეთ ქვეყნებში, სადაც დაავადება მეტადაა გავრცელებული.

B ჰეპატიტის ვირუსი არის სქესობრივი გზით და სისხლით გადამდები. ჰეპატიტი B
შეიძლება იშვიათ შემთხვევაში გადაიზარდოს მწვავე და რთულ ჰეპატიტში.
B ჰეპატიტის პრევენციის მიზნით შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება.
ვაქცინაცია რეკომენდირებულია!

ჰეპატიტი C სისხლით გადამდები ინფექციაა. ათიდან ორი ადამიანი
თვითგანკურნებადია, მაგრამ დანარჩენ რვა შემთხვევაში დაავადება გადადის
ქრონიკულ ფორმაში, თუ არ მონდა C ჰეპატიტის დროულად დიაგნოსტირება და მკურნალობაც დაგვიანდა, ასეთ შემთხვევათა 20% -ში მოსალოდნელია ციროზის განვითარება, საფრანგეთში დღესდღეობით 500,000 ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული, მაგრამ სამიდან ერთმა ადამიანმა არ იცის ამის შესანებ.

მსგავსი სტატისტიკური მონაცემი საქართველოზე არ გვაქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს განიხილავს B და C ჰეპატიტის ინფექციის მზარდი ტენდენციების მქონე ქვეყანას, ერთადერთი კვლევის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 200 000 ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული.

თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ამ კვლევას უნდობლობას უცხადებს, მიუხედავად ამისა, სხვა და სხვა წყაროებიდან მიღებული ციფრები, რეგისტრირებული B და C ჰეპატიტის მზარდი შემთხვევების შესახებ, კიდევ ერთხელ მეტყველებს ტესტირების ჩატარების აუცილებლობაზე.

რამდენიმე წლის წინ ექიმებმა მამაჩემს ქრონიკული ჰეპატიტისა და ციროზის დიაგნოზი დაუსვეს. ცხადია, დაუნიშნეს მკურნალობაც, რომელიც საკმაოდ
ძვირი ჯდებოდა. ერთხანს სვა ექიმის გამოწერილი წამლები, მაგრამ მერე ვეღარ აუვიდა ხარჯს და თავი მიანება.

გადავწყვიტეთ, შინაური საშუალება გვეცადა. ცოტა — ექიმის წალმა, ცოტა — ჩვენმა, მდგომარეობა, ასე თუ ისე, მოუწესრიგა. გთავაზობთ ამ რეცეპტს
იქნებ თქვენც გამოგადგეთ.

აიღეთ 3 კგ ქერი, გაარჩიეთ, გაასუფთავეთ, დაასხით 6ლ წყალი და 2 საათი გააჩერეთ.
დადგით ქურაზე და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, სანამ წყალი არ გამეოთხედდება. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ და გადაწურეთ. გამოწურეთ დარჩენილი ქერიც. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Facebook კომენტარები
Vairkoseti