თუ სურდოს დროს ცხვირზე კანი გიღიზიანდებათ სცადეთ ეს მეთოდები

321
Turebi iafad Flekosteli

თუ სურდოს დროს ცხვირზე კანი გიღიზიანდებათ სცადეთ ეს მეთოდები

ქრონიკული სურდო, გარდა იმისა, რომ არღვევს ცხვირით სუნთქვის პროცესს, ვნებს ცხვირის კანსაც. აქერცლილი, გაწითლებული, შეშუპებული ცხვირით ადვილად ამოიცნობთ ქრონიკული სურდოთი დატანჯულ ადამიანს.

თუ სიცივეში ცხვირი გიწითლდებათ, დილა-საღამოს (ოღონდ არა შინიდან გასვლის
წინ) გაიწმინდეთ ცაცხვის ყვავილის ტკბილი ნახარშით.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

კვირაში 2-3-ჯერ ცხვირზე მონაცვლეობით დაიდეთ გვირილის ჯერ ცხელ, მერე კი
ცივ ნახარშში ამოვლებული საფენები.

ნახარში ასე მზადდება:

1-2 სადილის კოვზ გვირილის მშრალ ყვავილს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და 10 წუთი ადუღოთ, გააცივოთ და
გადაწუროთ.

აიღეთ ალოეს ახალგამოწურული წვენი, დაუმატეთ ორჯერ ნაკლები მოცულობის
წყალი, დოლბანდი რამდენიმე ფენად გაკეცეთ, ამ სითხეში ამოავლეთ, ოდნავ გაწურეთ და ისე დაიდეთ შეწითლებულ სახეზე 15 წუთით. მკურნალობის კურსი 20-25 პროცედურაა (დღეგამოშვებით).

სასარგებლოა კომბოსტოს ცოცხალი წვენიც. მასში უნდა ამოავლოთ ბამბის ფთილა ან დოლბანდის ტამპონი და დაიდოთ სახეზე 15-20 წუთით.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები
Aviabiletebi ganvadebit Varikosette