ვირუსების სეზონი კარგა ხანია დაიწყო – მინდა, ჩემი შინაური მეთოდები თქვენც გაგიზიაროთ. 

809
Vairkoseti

ვირუსების სეზონი კარგა ხანია დაიწყო – მინდა, ჩემი შინაური მეთოდები თქვენც გაგიზიაროთ. 

– აიღეთ 0,5 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და 40-50 გრამი 10%-იანი ნიშადურის სპირტი. ცალკე ჭურჭელში ჩაასხით 0,5 ლიტრი წყალი და მასში გახსენით 10 გრამი ქაფურის სპირტი.

ამის შემდეგ ეს ორი ნაზავი ერთმანეთში აურიეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რათა წარმოქმნილი ფიფქები დაიშალოს. მიღებული ნარევით დაიზილეთ ზურგი
და გულმკერდი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ამ მიქსტურის დალევაც შეიძლება: წლამდე ასაკის ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ 1 წვეთი,
გაზავებული 1 სუფრის კოვზი წყლით; ერთი წლიდან კი ერთ ჭიქა წყალში იმდენი წვეთი ჩააწვეთეთ, რამდენი წლისაც არის ბავშვი; მოზრდილებისთვის 1 ჩაის კოვზი მიქსტურა ჭიქა წყალში გააზავეთ.

– გრიპის დროს 1 სუფრის კოვზ ჟოლოს წვრილად დაჭრილ ტოტებს დაასხით 1 ჭიქა
ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ 1,5 საათით დააყენეთ. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში სამჯერ.

– ყელის ანთებისას აიღეთ გახეხილი ვაშლი და ხახვი თანაბარი ოდენობით, შეურიეთ
იმავე ოდენობის თაფლს და მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ.

მაღალი სიცხის დროს კარგია ვაშლის კომპრესი: ვაშლი გახეხეთ წვრილად, თხლად წაუსვით ორფა დოლბანდს და შუბლზე დაიდეთ.

ცოტამ თუ იცის, რომ სპირტი არაჩვეულებრივი სიცხის დამწევი საშუალებაა. ავადმყოფს ზურგი და გულმკერდი სპირტით გაუწმინდეთ, მაგრამ საბანი არ დააფაროთ; ეთანოლი სწრაფად აორთქლდება და სხეულის ტემპერატურა დაიწევს.

აურიეთ ერთმანეთში 2 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ხორბლის ფქვილი, 2 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ნარევი დღეში რამდენიმეჯერ.

ნახველიანი ხველა

თუ ხველა ნახველიანია, მაგრამ ნახველის ამოღება გიჭირთ, ნახველის გამათხიერებე-
ლი საშუალებები დაგეხმარებათ.
აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის (კოვზის წვერით) ანისული, დარიჩინი, ბეგქონდარა, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გაგრილებამდე დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში და დალიეთ.

სველი ხველის დროს ეფექტურია ასეთი სასმელიც: 3/4 ჭიქა ცხელ რძეს დაუმატეთ 1/4 ჭიქა ბორჯომი და პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ.

– კარგია ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე სამკურნალო მცენარეებიც: ვირისტერფა, მრავალძარღვა, გვირილა, წიწინაურის (ქააბალახას ფესვები, ტუხტის ფესვები, კამა.

ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს რაციონი გაამდიდრეთ რძის ნაწარმით
მათში ბევრია კალციუმი, რომელიც ძალიან უხდება სასუნთქი გზების ანთებას, და ადვილად ასათვისებელი სპეციფიკური ცხიმი.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Facebook კომენტარები
Vairkoseti