ეს მცენარეები გაციებისგან დაგიცავთ. მოიმარაგეთ სახლში!

106
avia.ge

ეს მცენარეები გაციებისგან დაგიცავთ. მოიმარაგეთ სახლში!

ზამთარი გაციებასთან, ხველასთან, სურდოსთან და სხვა მსგავს უსიამოვნებასთან ასოცირდება. საოცარია, მაგრამ მარტივი და ნაცნობი მცენარე გაციებასთან ბრძოლაში, შეიძლება ყველაზე ეფექტური აღმოჩნდეს.

პირშუშხა

პირშუშხას წვრილად დაჭრილი ფესვი, გაციების საწინააღმდეგო ქმედითი საშუალებაა. მასში შემავალი ფიტონციდები ანადგურებენ ვირუსებს. შეიძლება დავამზადოთ პირშუშხას ნაყენი – 1 საშუალო ზომის ფესვი, წვრილად დავჭრათ და დავასხათ 1 ლიტრი არაყი. ეს ნაყენი შეიძლება გამოვიყენოთ კომპრესების, ან სავლების სახით. პირშუშხამ შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის და კანის გაღიზიანება, ამიტომ მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ნიორი

მისი სასარგებლო თვისებები-ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა. პროფილაქტიკის მიზნით, შეიძლება ყოველ დღე დაღეჭოთ 1 კბილი ნიორი. უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად, ნიორი მიიღეთ სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ. ნივრის მიღების ეს მეთოდი გარდა გაციების პროფილაქტიკისა, აქვეითებს არტერიულ წნევას (მსუბუქი ფორმის ჰიპერტონიისას), ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას, აწესრიგებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნერვულ სისტემას.

კიდევ უფრო მარტივია ოთახში ლამბაქზე განლაგებული წვრილად დაჭრილი ნიორის განთავსება. ნივრიდან გამოყოფილი ფიტონციდები, წარმატებულად ანადგურებს ვირუსების მრავალ სახეობას და პათოგენურ ბაქტერიებს, რაც გრიპის ეპიდემიის დროს ძალიან ძვირფასი თვისებაა. ნიორი უკუნაჩვენებია კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

ხახვი

ხახვი შეიცავს ორგანიზმისთვის მრავალ სასარგებლო ნივთიერებას და შეუძლია დაგვიცვას მავნე მიკროორგანიზმებისაგან. ყველაზე მარტივია, საკვებად მისი ხშირად გამოყენება მიღება.

ასკილი

თავად ასკილი გრიპისა და გაციების სამკურნალო საშუალება არაა, მაგარამ პროფილაქტიკური მიზნით, ძალიან კარგია. ზამთარში რეგულარულად მოამზადეთ ვიტამინების ჩაი – 1 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ასკილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მასში შედის ვიტამინებისა და მიკროელემენტების უნიკალური თაიგული, რის გამოც იგი ავიტამინოზისა და ნივთიერებათა ცვლის პროფილაქტიკის ბუნებრივი საშუალებაა.

ექინაცეა

ექინაცეა იმუნიტეტის აღსადგენი ძლიერი საშუალებაა და მისი გამოყენება რეკომენდებულია გრიპისა და გაციების პროფილაქტიკისათვის. ექინაციის ექსტრაქტი თრგუნავს არა მარტო გრიპის ვირუსების, არამედ სტრეპტოკოკის, სტაფილოკოკის, ნაწლავის ჩხირის ზრდას. ექინაციის პრეპარატების მიცემა არ შეიძლება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჟოლო

ბავშვობიდან ყველასათვის ცნობილია, რომ ჟოლოს ჩაის იყენებენ გაციებისა და გრიპის დროს, რაც აიხსნება მასში შემავალი სალიცილის მჟავით. ამ უკანასკნელის საშუალებით ხდება ტემპერატურის დაქვეითება. სალიცილის მჟავა ებრძვის ვირუსებს და კლავს მიკრობებს. გაციების პროფილაქტიკისათვის, საუკეთესოა ჟოლოს ფოთლების ჩაი. ეს ნაყენი უფრო ეფექტურია, ვიდრე ცხელ წყალში გახსნილი ჟოლოს მურაბა.

ალოე

ალოეს სასარგებლო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ ძველმა ეგვიპტელებმა იცოდნენ. ალოე ზრდის ორგანიზმის დამცველობით ძალებს, აძლიერებს იმუნიტეტს. ალოეს პრეპარატებისა და ნაყენის მიღება არ შეიძლება ორსულთათვის, მათთვისაც, ვისაც აქვს ღვიძლის დაავადებები. სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Facebook კომენტარები
aviabiletebi online