ბროწეული საოცრად კურნავს სახსრებს. საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ თქვენც სცადოთ

2184

ბროწეული საოცრად კურნავს სახსრებს. საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ თქვენც სცადოთ

იმუნიტეტის გასამაგრებლად და ორგანიზმის საჭირო ვიტამინებით მოსამარაგებლად ერთ-ერთი საუკეთესო ხილია ბროწეული.

ბროწეული 15-მდე სახეობის ამინო-მჟავას შეიცავს, რომელთაგან 5 სრულიად შეუცვლელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამას გარდა, ეს ხილი მდიდარია K, C, B9 და B6 ვიტამინებით და ისეთი მინერალებით, როგორიცაა კალიუმი და ფოსფორი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ამ ყველა სიკეთესთან ერთად, ბროწეული საკმაოდ დაბალკალორიულიცაა ხილის კატეგორიაში: 100 გრ. ბროწეულზე 72 კკალ. მოდის. და კიდევ ერთი განსაკუთრებით პრაქტიკული თვისება:

საყინულეში შენახვის პირობებში, ბროწეული თავის სასარგებლო თვისებებს ერთ წლამდე ვადით ინარჩუნებს – წარმოგიდგენიათ, ერთი წელი!

2-3 წელიწადი მაწუხებდა სახსრები. მტკიოდა მუხლები, კოჭები, იდაყვები და
წელიც კი. განსაკუთრებით ცუდად იყო ჩემი საქმე ამინდის ცვლილების დროს
როგორც კი სახსრები ამტკივდებოდა, ვიცოდი, რომ ამინდი უნდა გაფუჭებულიყო.

მეგობრები დამცინოდნენ კიდეც, შენი სახსრების პატრონი, სინოპტიკოსად უნდა მუშაობდეო. რა არ ვსვი — დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ნიმესილი.

შველით კი მშველოდა, მაგრამ კუჭი ამატკივა. ვიფიქრე, გინდ სახსრებს მოვუკლავვარ, გინდ კუჭს-მეთქი, წამლების სმას თავი დავანებე და ხალხურ მედიცინას მივმართე.

ბევრი რამ ვცადე, მაგრამ ყველაზე მეტად ბროწეული, უფრო სწორად, მისი ქერქი მომიხდა. მინდა, მისი რეცეპტი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მოჰგვრის შვებას.

2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბროწეულის ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი ადუღეთ წყლის ორთქლზე, შემდეგ გაფილტრეთ, მდუღარე წყლით შეავსეთ 1 ჭიქამდე და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე.

სახსრების ტკივილს უხდება შვრიაც: აიღეთ 1 ჭიქა, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და
ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ მეოთხედი არ ამოშრება. ნახარში გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები