კურკუმით დამზადებული სახის ნიღაბი საოცრებებს ახდენს კანზე

460
Vairkoseti

კურკუმით დამზადებული სახის ნიღაბი საოცრებებს ახდენს კანზე

Ამ სანელებელს არა მხოლოდ  საოცარი სამკურნალო თვისებები აქვს , არამედ  შესანიშნავი სილამაზის პროდუქტიცაა.  თურმე ინდოელი პატარძლები ქორწილამდე  კურკუმით სახისა და  ტანის სკრაბებს იკეთებდნენ.

კურკუმას სარგებელი სილამაზისთვის

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

კურკუმა შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ანელებს უჯრედების დაბერებას. ფართოდ გამოიყენება როგორც კანის ამქერცლავი, აუმჯობესებს კანის ტექსტურას.
კურკუმას ქიმიური შემადგენლობა
100 გრამი კურკუმა შეიცავს 354 კილოკალორიას.

ვიტამინები: B, B1, B2, B3, B6, B9, C, E, K

მინერალები: ცინკი, სელენი, სპილენძი, მარგანეცი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი

ასევე შეიცავს: ეთერზეთებს, ბუნებრივ საღებავს და კურკუმინს.

აქედან უნდა გამოვყოთ კურკუმინი (იხსნება ცხიმებში და სპირტში, არ იხსნება წყალში). ამ ნივთიერების გამო მას აქვს უნიკალური თვისებები.

პირველი რაც უნდა აღინიშნოს კურკუმინი არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ის ცნობილი ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ღვიძლზე, სისხლზე და ნაწლავურ ფლორაზე, პირიქით ის ასუფთავებს ღვიძლს, სისხლს და ინარჩუნებს ნაწლავურ ფლორას.

შესაბამისად მას აქვს ანტი ანთებითი მოქმედება. აგრეთვე ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი რითაც ის იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური წარმონაქმნებისგან, და ეხმარება ორგანიზმს კიბოსთან ბრძოლაში. ის ასევე არის ანტიბაქტერიული საშუალება.

ეხმარება კანის ანთებით დაავადებებს, აკნეს, მშრალ კანს, ფსორიაზს და ეგზემას.

ამცირებს პიგმენტაციას და ათანაბრებს კანის ტონს. აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას.

კურკუმას ნიღაბი 

საჭირო Ინგრედიენტები:

– 2 სუფრის კოვზი ფქვილი. თუ კანი მშრალია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრინჯის ფქვილი ან დაფქული შვრია.
– 1 ჩაის კოვზი კურკუმა
– 3 სუფრის კოვზი რძე.

აკნეს საბრძოლველად შეგიძლიათ გამოიყენოთ იოგურტი და რამდენიმე წვეთი თაფლი

მომზადება და გამოყენება:

აურიეთ ფქვილი, კურკუმა, თაფლი და რძე, რომ მიიღოთ პასტა. თხელი ფენით წაისვით სახეზე და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ნაზად ჩამოიბანეთ წყლით.
წაისვით სახეზე ნებისმიერი დამატენიანებელი.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Facebook კომენტარები
Vairkoseti