დედამ სოციალურ ქსელში შვილის აი ეს ფოტო გამოაქვეყნა. რა შენიშნეს მისმა მეგობრებმა?

1855

ერთხელ ტარა ტეილორმა Facebook- ის გვერდზე საკუთარი შვილის– 3 წლის რაილის ფოტო გამოაქვეყნა. მან მას ახალი ვარცხნილობა გაუკეთა და მეგობრების აზრი აინტერესებდა. მაგრამ მათ უცნაური დეტალი შენიშნეს: გოგონას მარცხენა თვალი “ანათებდა”. ტარა ამას ფოტოს აბრალებდა, მაგრამ მეგობრებმა ის დაარწმუნეს იმაში, რომ ეს ასე არ იყო.

კომენტარი ფოტოზე: “არა მგონია, რამე სერიოზული იყოს, მაგრამ რაილის თვალი უცნაურად “ანათებს”, იქნებ ექიმთან წაიყვანო?”

შემდეგ დღეს დედამ რაილი ოფტალმოლოგთან წაიყანა. რაილის დიაგნოზი დაუსვეს: კოატსის დაავადება. ეს საკმაოდ იშვიათი დაავადებაა, რომელიც მხედველობის სრულ, ან ნაწილობრივ დაკარგვას იწვევს. თვალის “ნათება” კი, ამის ერთ– ერთი სიმპტომია.

ექიმი ამბობს, რომ ამ დაავადების ნაადრევი გამოვლინება ძალიან მნიშვნელოვანია. რაილი სულ 3 წლის არის და ამიტომ მას საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს. ტარა ამბობს, რომ ბავშვი ტელევიზორთან ახლოს არასდროს ზის, დადის ტანვარჯიშზე და მან არც კი იცის, თუ საიდან გაუჩნდა პატარას ეს იშვიათი დაავადება.

Facebook კომენტარები