საუკეთესო რეცეპტები ორი მთავარი ინგრდიენტით ! : მეთოდები, რომლის ეფექტურობაშიც ეჭვს ვერ შეიტანთ.

123
Vairkoseti

საუკეთესო რეცეპტები ორი მთავარი ინგრდიენტით ! : მეთოდები, რომლის ეფექტურობაშიც ეჭვს ვერ შეიტანთ.

თუ ატყობთ, რომ ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები გარკვეულწილად ქვეითდება, აიღეთ ნახევარი სადილის კოვზი თაფლი, გახსენით ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში, დაამატეთ ცოტაოდენი (მაგალითად, 2-3 მწიკვი) დარიჩინი და მიირთვით დღეში ორჯერ, უზმოზე და შუადღეს, დაახლოებით სამი საათისთვის. ორ-სამ კვირაში აუცილებლად იგრძნობთ ძალთა მოზღვავებასა და სასიცოცხლო ფუნქციების გაძლიერებას.

ორგანიზმის გასაწმენდად და გასახდომად ყოველ დილით, უზმოზე და ყოველი ძილის წინ დალიეთ შემდეგნაირად მომზადებული ნაყენი:

1 ჩ. კ.  დარიჩინს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, როცა გაგრილდება დაუმატეთ 2 ჩ. კ.  თაფლი და დალეთ ნახევარი თითო ჯერზე. რეგულარული მოხმარების შედეგად ხდება წონაში კლება, იწმინდება ორგანიზმი მავნე ნარჩენებისგან და პარაზიტებისგან.

იგივე მეთოდით მომზადებული ნაყენი კარგია გულის დაავადების მქონე ადამიანებისთვის, რადგანაც დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს და ამაგრებს სისხლძარღვებს.

მიიღეთ თაფლი თუკი გრძნობთ საერთო სისუსტეს და დაღლილობას. ხოლო, თუ თაფლს დარიჩინთან ერთად მიიღებთ, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება და კონცენტრაციის უნარი.

 

ართრიტის სამკურნალოდ 1 ჩ. კ. დარიჩინს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და გაგრილებულს უყავით 2 ჩ. კ თაფლი. მიიღეთ 2-ჯერ დღეში.

მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ დარიჩინის და თაფლის ნაყენს უნდა დაუმატოთ 2 ჩ. კ ლიმონის წვენი და მიიღოთ 2-ჯერ დღეში.

დარიჩინის და თაფლის ნაყენი ასევე ამაგრებს იმუნიტეტს მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით.

 ნიღაბი თმის ცვენის შესაჩერებლად: 2 ს. კ თბილ ზეითუნის ზეთს შეურიეთ 1 ს. კ დარიჩინი და 1 ს. კ თაფლი. მოღებული ნაყენი შეიზილეთ თმის ძირებში და გაიჩერეთ მინიმუმ 15 წუთი.

თაფლის სასარგებლო თვისებები

თაფლის ქიმიური შემადგენლობა რთულია და დამოკიდებულია სათაფლე მცენარეებზე, ნიადაგზე და კლიმატურ პირობებზე, ფუტკრის ჯიშზე და ა.შ. თაფლში დაახლოვებით 400 ორგანული და მინერალური ნივთიერებაა. თაფლის შემადგენლობის 13-20% უკავია წყალს.

თაფლის 75-80% – ს შეადგენს ნახშირწყლები – გლუკოზა (31%), ფრუქტოზა (38%) და სახაროზა (1%). მათი დაშლისას გამოიყოფა ენერგია, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებისათვის. გლუკოზა და ფრუქტოზა ხელს უწყობენ ნერვული პროცესების დარეგულირებას, სისხლძარღვების გაფართოვებას, გულის კუნთის კვებას, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.

Facebook კომენტარები
Vairkoseti