კიტრიანი წყლის სარგებელი ჯანმრთელობისთვის, რომლის შესახებაც უნდა ვიცოდეთ –  გემრიელი და ჯანსაღი სასმელი!

433
Vairkoseti

კიტრიანი წყლის სარგებელი ჯანმრთელობისთვის, რომლის შესახებაც უნდა ვიცოდეთ –  გემრიელი და ჯანსაღი სასმელი!

კიტრში შემავალი წყალი – ბუნებრივი ადსორბენტია (სხეული, რომელიც აირიდან ან ხსნარიდან კარგად შთანთქავს ნივთიერებას), მას სხვადასხვა შხამის დანაწევრება შეუძლია, ამიტომ კიტრი სასარგებლოა სხვადასხვა სახის მოწამვლისას, ასევე მისი ყოველდღიური გამოყენება წმენდს ორგანიზმს დაგროვებული შხამებისგან.

როდესაც გაქვთ წყურვილის შეგრძნება და არგინდათ ჩვეულებრივი წყლის გემო, კიტრის წყალი არის ჯანსაღი ალტერნატივა, რომელიც შეგიძლიათ რეალურად მიირთვათ. მას აქვს  სხეულის დატენიანების უნარი და ასევე შეიცავს უამრავ სარგებელს თქვენი ჯანმრთელობისთვის და კანისთვის.

აი, რატომ უნდა დალიოთ კიტრის წყალი: აჯანსაღებს თქვენს კუნთებს კიტრში ნაპოვნი სილიციუმის დიოქსიდის წყალობით, შემაერთებელი ქსოვილები ჯანმრთელი რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როცა კიტრის წყალი ყოველდღიურად მოიხმარება. უბრალოდ დაამატეთ კიტრის რამდენიმე ნაჭერი ბოთლ წყალში და დალიეთ ვარჯიშის დროს, რათა მიიღოთ კუნთებისთვის საჭირო მინერალები.

 კარგია თქვენი კანისთვის, რადგან სილიციუმის დიოქსიდის გარდა, კიტრი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებსაც, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი კანი ელასტიური და უნაკლო გახადონ. თუ თქვენ გაქვთ აკნე ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კიტრი. ეს სასმელი რა თქმა უნდა კალორიების გარეშეა; კიტრის წყალი შეიცავს მხოლოდ 45 კალორიას, ამიტომ ამ სასმელის მიღებით თავს დამნაშავედ არ გრძნობთ. ამ სასმელს შეუძლია სწრაფად გაწმინდოს ორგანიზმი და გამოდევნოს მავნე ქიმიკატები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში გროვდება ჩვენს ორგანიზმში, 

უზრუნველყოფს მეტ ენერგიას. როგორც შაქრიანი ენერგეტიკული და კოფეინირებული სასმელების შემცვლელი, კიტრის წყალი ეფექტური სასმელია, რომელსაც შეუძლია მოგცეთ ბევრი ენერგია. მას ასევე შეუძლია ორგანიზმიდან ტოქსინების მოცილება, რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დაღლილობა და გააუმჯობესოთ თქვენი ყურადღება. 

ეს სასმელი შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს. ყველამ ვიცით, რომ წყალი ნამდვილად კარგია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად, ის არ შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც თქვენს ორგანიზმს სჭირდება. კიტრის წყალი დაგეხმარებათ ორგანიზმისთვის საჭირო მინერალებისა და ვიტამინების მომარაგებაში. არსებობს კიტრის წყლის რეცეპტებიც კი, სადაც შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ხილი, რათა მიიღოთ მეტი ანტიოქსიდანტები და ვიტამინები, რომლებიც თქვენს ორგანიზმს სჭირდება.

კიტრის წყალი სწრაფად და მარტივად მზადდება. შეგიძლიათ უბრალოდ რამდენიმე ნაჭერი კიტრი დაუმატოთ წყალს. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ყინული, პიტნა ან ლიმონის თხელი ნაჭერი. 

Facebook კომენტარები
Vairkoseti