როგორ უნდა მოიქცეთ მედუზის დასუსხვის დროს? 3 რამ რაც სასტიკად იკრძალება

330

სიმპტომები მედუზას დასუსხვის შემთხვევაში:

ძლიერი ტკივილი
საერთო სისუსტე;
ბრონქო სპაზმა
კუნთების ტკივილი;
გულისრევა
ძლიერი სიცხე

როგორ ვუშველოთ დასუსხულ ადამიანს:

ნაპირზე გამოყვანის შემდეგ ადამიანს, რომელსაც მედუზამ დასუსხა აუცილებლად მოაცალეთ დასუსხვის შემედეგ დატოვებული ნარჩენები, ეს ხელით არ გააკეთოთ, გირჩევთ დანა იხმაროთ;

ტკივილი რომ არ გაძლიერდეს ნაკლებად იმოძრავეთ, გირჩევთ დაშავებულ ადგილას ყინული დაიდოთ;

წამალი რაც შეიძლება ამ დროს დალიოთ არის ტავეგილი ან სუპრასტინი;

შესაძლოა პირველადი დახმარება არაპროფესიონალმა გაგიწიოთ, მაგრამ გირჩევთ ექიმს დროულად მიაკითხოთ.

3 რამ, რაც ასეთ დროს იკრძალება:

არ მიიღოთ ალკოჰოლი;
არ იყოთ მზის გულზე სიცხეში;
დასუსხულ ადგილს ხელით არ შეეხოთ.

Facebook კომენტარები