გაცივებისას ყველაზე სწრაფი დამხმარე არის ჯინჯერის პასტა! -სცადეთ და არ ინანებთ!

56
avia.ge

გაცივებისას ყველაზე სწრაფი დამხმარე არის ჯინჯერის პასტა! -სცადეთ და არ ინანებთ!

ჯინჯერის პასტა დამზადებული ნიორით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოუსია ინდურ სამზარეულოში. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა კერძებში. თუ გსურთ დაამარცხოთ გაციება და ისე გაიაროს ზამთარმა ერთხელაც არ დაგემრთოთ სურდო, მოამზადეთ ეს პასტა. მისი მომზადება ძალიან მარტივია და მარტივად ინახება მაცივარში.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა გაწმენდილი ნიორი;
  • 1/2 ჭიქა კოჭა გაწმენდილი და დაჭრილი;
  • 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი.

მომზადება: გაარჩიეთ ნიორი და კოჭა. თუ ჩოფერი არ გაქვთ, შეგიძლიათ ნიორი და ჯანჯაფილი წვრილად გახეხოთ და შემდეგ ერთგვაროვანი მასა აურიოთ ზეთთან და მარილთან ერთად. კერძებში შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ.კ. დადგით დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20 წამი და შემდეგ დაამატეთ თქვენი კერძის ინგრედიენტები. სხვა ინგრედიენტების დამატებამდე დაელოდეთ ჯერ ნიორმა გაუშვას სუნი მოწვისას და ამის შემდგომ გაუკეთეთ სხვა ინგრედიენტები. ასევე, ცივი კერძების მომზადებისას შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩაის კოვზი პასტა.

კოჭა რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებების და ორგანოების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის:

  • ართრიტი, ართროზი;
  • დიაბეტი;
  • წნევები;
  • პოტენციისთვის და პროსტატიტის დროს;
  • კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლისთვის;
  • წონის კორექციისა და ნივთიერებათა ცვლისთვის;
  • თმების გაძლიერებისა და ზრდისთვის;
  • ალერგიისას;
  • ძირმაგარას დროს;
  • პარაზიტებისა და ჭიების დროს;
  • იმუნიტეტისთვის;
  • გრიპის, გაციების, ხველისა და ანგინის დროს.

კოჭას გააჩნია მკვეთრად მწველი გემო და ლიმონის მსგავსი არომატი. კოჭას სამშობლო ინდოეთი და აზიაა. არაბულ ქვეყნებში ის იმდენად პოპულარული იყო, რომ მის გარეშე მომზადებული კერძები არასწორად მომზადებულად ითვლებოდა. თავის სამეცნიერო და სამედიცინო ტრაქტატებში ავიცენა წერდა, რომ კოჭა უფრო ძლიერ ათბობდა ვიდრე წიწაკა, აძლიერებდა მახსოვრობას, აადვილებდა ამოხველებას და აჩქარებდა საჭმლის მონელებას. კოჭას გამოყენების ათასწლიანი ისტორიის განმავლობაში აღმოჩენილ იქნა მისი არაერთი სასარგებლო თვისებები.

კოჭას ძირითადი თვისებები:

  • ამოსახველებელი;
  • ბაქტერიოციდული;
  • კარმინატიული და ქოლეტური;
  • აშორებს ქოლესტერინს, ხელს უშლის სკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას;
  • ამცირებს სისხლში შაქრის დონეს;
  • ხსნის სპაზმს;
  • აძლიერებს სისხლის მიმოქცევას;
  • ჭრილობებისა და ნახეთქების დეზინფექციის და შეხორცების უნარი;
  • ოფლმდენი;
  • აუმჯობესებს გულის კუნთის ტონუსს;
  • ზრდის პოტენციას;
  • აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, გათბობით;
  • მატონიზირებელი;
  • აძლიერებს სხვა სამკურნალო მცენარეების მოქმედებას;
  • პარფიუმერიული;
  • ხსნის გაღიზიანებას და აუმჯობესებს განწყობას;
  • ებრძვის სუნს პირის ღრუში.
Facebook კომენტარები
aviabiletebi online