ამის ცოდნა აუცილებელია – მარცვლეული,  რომელიც კურნავს თითქმის ყველაფერს: შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ყველა ამინომჟავას!

1154
avia.ge
ამის ცოდნა აუცილებელია – მარცვლეული,  რომელიც კურნავს თითქმის ყველაფერს: შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ყველა ამინომჟავას!

მცენარე კინოას თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეულ ცილას, ამიტომ ის შეუდარებელი პროდუქტია ვეგეტარიანელებისთვის და ასევე სპორცმენებისთვის რადგან სწორედ ცილა არის კუნთოვანი ქსოვილის საშენი მასალა.

გარდა ამისა მისი მიღება კარგია ბავშვებისთვის როდესაც აქტიურად ვითარდება მათი კუნთოვანი ქსოვილი. თუ თქვენი სამსახური დაკავშირებულია მძიმე ფიზიკურ დატვირთვებთან ეს პროდუქტი სწრაფად აღგიდგენთ ძალებს და შეგმატებთ ენერგიას.

ძვლოვანი სტრუქტურა

თესლში შემავალი ლიზინი ორგანიზმში აუმჯობესებს კალციუმის შეთვისების პროცესს. კალციუმი კი აუცილებელი ნივთიერებაა ძვლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ჭარბი წონა

თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, ამიტომ ამ პროდუქტის სისტემატიური გამოყენება არეგულირებს საჭმლის მონელების სისტემას, ასევე ნორმაში მოჰყავს ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ეს ფაქტორები კი ორგანიზმს ეხმარება ჭარბი წონის მოშორებაში.

დადებითი მოქმედება ორგანიზმზე
  1. ამცირებს არტერიული ჰიპერტენზიის რისკს, ასევე მცირდება ათეროსკლეროზისა და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.
  2. ასევე მცირდება სისხლში შაქრის უეცარი მატების რისკი, შაქრიანი დიაბეტის დროს.
  3. ნერვულ სისტემაზე აქვს დამამშვიდებლი მოქმედება.
  4. სისხლში ამცირებს შაქრის და ქოლესტერინის დონეს.
  5. იცავს ორგანიზმს ავთვისებიანი სისმსივნის განვითარებისგან.
  6. ნორმაში მოჰყავს საჭმლის მომნელებელი სისტემა და ორგანიზმს ასუფთავებს ტოქსინებისგან.
  7. სწრაფად აღადგენს ძალებს, ამარაგებს და აძლიერებს ორგანიზმს, ამიტომ ის რეკომენდირებულია ადამიანებისთვის ვინც გადაიტანა ოპერაცია ან მძიმე დაავადება, ასევე მათთვის ვინც ეწევა მძიმე ფიზიკურ საქმიანობას.
  8. აძლიერებს ძვლოვან სტრუქტურას და ორგანიზმს ეხმარება ძვლის დაავადებებთან განმკლავებაში.
კინოას თესლის / გამოყენება / დოზირება

როგორ მოვამზადოთ
კინოას თესლი ძალიან ადვილად და სწრაფად მზადდება. ხარშვისას ის იზრდება მოცულობაში დაახლოებით 4 – ჯერ. კინოას მარცველები დაფარულია საპონინების ფენით რომლებიც მას მწარე გემოს აძლევს.

საპონინების გასანეიტრალებლად ის კარგად უნდა გაირეცხოს რამდენჯერმე ცივ გამდინარე წყალში შემდეგ გააჩერეთ წყალში რამდენიმე საათით, უმჯობესია მთელი ღამით. 1 ჭიქა მარცვალზე აიღეთ 2 ჭიქა წყალი. აადუღეთ წყალი და მდუღარე წყალში ჩაყარეთ მარცვლები. ადუღეთ 5–10 წუთი დაბალ ცეცხლზე.

არ ადუღოთ დიდი ხანი რომ არ დამჟავდეს. ის მზად ითვლება როდესაც თესლი დარბილდება და ნახევრად გამჭვირვალე გახდება. მიღებული ფაფა კარგად გადაურიეთ ჩანგლით ერთმანეთს რომ არ მიეკრას მარცვლები.

მიღებული ფაფა შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილთან, ბოსტნეულთან, თაფლთან, სალათებთან, დესერტებთან და ა.შ.

კურსის ხანგრძლივობა:
კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი დიეტოლოგის ან ექიმის რეცეპტით აპირებთ მის გამოყენებას საკვებად.

Facebook კომენტარები
aviabiletebi online