ბრინჯის ბურახი ოსტეოქონდროზით დაავადებულთათვის – მოამზადეთ დღესვე!

729
avia.ge

ბრინჯის ბურახი ოსტეოქონდროზით დაავადებულთათვის – მოამზადეთ დღესვე!

ოსტეოქონდროზი – ადამიანთა მოდგმა ამ დაავადებით მრავალი საუკუნეა იტანჯება. ამის დასტურია ხერხემლის დამახასიათებელი ცვლილებები, რომლებიც ფარაონთა მუმიებსა და რომაელი პატრიციუსების ნეშტებს აღმოაჩნდათ.

ზურგის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია ხერხემლის ოსტეოქონდროზი, რომელიც ძვლისა და ხრტილის დისტროფიული და დეგენერაციული ცვლილებების შედეგს წარმოადგენს. ხერხემლის ტკივილი აწუხებს მოსახლეობის 70-90%, თანაც ყველაზე შრომისუნარიან ნაწილს – 30-დან 45 წლამდე.

თანამედროვე სამყაროში ზურგისა და წელის ტკივილს „საუკუნის დაავადებას“ უწოდებენ. ამ პროცესში ჩართულია ხერხემლის სხვადასხვას სტრუქტურა: მალათაშუა დისკები, სახსრები, მყესები და კუნთები; ოსტეოქონდროზის დროს მალათაშუა დისკოს ნახეთქები უჩნდება. დატვირთვის დროს ამ ნახეთქებიდან შესაძლოა სითხემ გამოჟონოს. ამის შედეგად დისკოზე წარმოიშობა გამოზნექილობა, რომელსაც პროტრუზია ეწოდება. თუ ამ დროს დისკოს ბირთვიც გამოვარდა, მაშინ საქმე გვაქვს თიაქართან, რამაც შესაძლოა ზურგის ტვინის ფესვებისა და თვით ზურგის ტვინის დაზიანებამდე მიგვიყვანოს.

რა სიმპტომები აქვთ პაციენტებს ოსტეოქონდროზის დროს?

 ტკივილი და დაძაბულობა კისრის,ზურგის ან წელის არეში
– თავის ტკივილი, შაკიკი,
– შუილი ყურებში;
– თავბრუ;
– ხელების დაბუჟება;

რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე ფიზიკურმა შრომამ წელის მალების ოსტეოქონდროზი დამმართა.

მედიკამენტური მკურნალობის წყალობით მწვავე ტკივილები აღარ მაწუხებს, მაგრამ საკმარისია, წლის გარდამავალ პერიოდში ამინდის ცვალებადობა დაიწყოს, რომ ავადმყოფობა კვლავ მახსენებს თავს.

სწორედ ამ დროს მივმართავ ხოლმე დასახმარებლად ბრინჯის ბურახს. რამდენიმედღიან „თერაპიას“ვიტარებდა ტკივილიც კარხნით მავიწყდება.

გთავაზობთ ბრინჯის ბურახის რეცეპტს:

1 ლ წყალი აადუღეთ და გააცივეთ, შემდეგ ჩაყარეთ შიგ 4 სადილის კოვზი ნებისმიერი
(მრგვალი ან გრძელი) ბრინჯი, 3 სადილის კოვზი შაქარი და 5-10 ცალი ქიშმიში. დააყენეთ მზეზე 4 დღის განმავლობაში, თუ ძალიან ცხელა,3 დღეც იკმარებს, —გაწურეთ და წვენი მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.

პირველი ნაყენის გაწურვის შემდეგ დარჩენილ ნედლეულს დაასხით 1 ლიტრი წყალი, დაამატეთ კიდევ 3 სადილის კოვზი ბრინჯი და შაქარი,5 ცალი ქიშმიში და დააყენეთ იმავე წესით.

მესამედ გაწურვის შემდეგ ნედლეულს დაამატეთ 2 სადილის კოვზი ბრინჯი და შაქარი, 3 ცალი ქიშმიში. მეოთხე დღეს კი უკვე ახალი უნდა მოამზადოთ და კვლავ
სამი დღე მიიღოთ. შემდეგ შეისვენეთ. თუ ტკივილმა უკან არ დაიხია, შეგიძლიათ კიდევ ერთი სამდღიანი კურსი ჩაიტაროთ.

Facebook კომენტარები
aviabiletebi online