საუზმე, რომელიც გემრიელი და სასარგებლოა ! – ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას ! 

232
avia.ge

საუზმე, რომელიც გემრიელი და სასარგებლოა ! – ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას ! 

საუზმე კვების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ორგანიზმს მთელი დღის განმავლობაში საჭირო ენერგიით ამარაგებს. თუმცა, ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვები სკოლაში საუზმის გარეშე მიდიან.

რატომ არის საუზმე ძალიან მნიშვნელოვანი?

  • თუ ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებას დავუჯერებთ, ადამიანები, რომლებიც დილით ნაყრდებიან, დღის მანძილზე კარგი ხასიათით გამოირჩევიან, მარტივად თრგუნავენ სტრესს, არ იძაბებიან. ყველფერთან ერთად, ინარჩუნებენ ფორმას, არ იმატებენ სწრაფად და აღარ ჭირდებათ გაუთავებელი დიეტები.

რა უნდა მივირთვათ?

  • ბუტერბროდი ყველაზე სწრაფი და მარტივი ხერხია. თუმცა, რამდენადაც სწრაფად დაგანაყრებთ, იმდენად მალე იგრძნობთ შიმშილს, რადგან საუზმეში ძალიან ცოტა უჯრედისი და კალორიაა. უკეთესი იქნება თუ მარცვლეულს ან ფაფებს დაუთმობთ დილას.

თუ არ მაქვს მადა?

  • როგორც დაკვირვებამ ცხადყო, დილაობით საკვების არ მიღების სურვილი იმ ადამიანებს აქვთ, ვინც გასულ ღამეს  კარგად მოილხინა. თუ თქვენ დაძინებამდე 3-5 საათით ადრე არაფერს მიირთმევთ, დილით ნამდვილად იგრძნობთ შიმშილს.

ჩვენ წარმოგიდგენთ საუზმის ყველაზე ჯანსაღ ვარიანტს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელიც მოგანიჭებთ ჯანმრთელობის უამრავ სარგებელს, მიაწვდის თქვენს ორგანიზმს საჭირო ენერგიასა  და საკვები ნივთიერებებს.  დაარეგულირებს თქვენს ქოლესტერინს და სისხლში გლუკოზის დონეს.  დაგეხმარებათ წონის დაკლებაში და ა.შ. მისი ძირითადი ინგრედიენტებია შვრია და ჩიას თესლი, რომლებიც ძალიან სასარგებლოა და მკურნალობს სხვადასხვა პრობლემას.

 

შვრიის ფაფა

შვრიის ფაფა ბეტა-გლუკანის მდიდარი წყაროა, ხსნადი ბოჭკოვანი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინს და ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას. ის ასევე შეიცავს მაგნიუმს, რკინას, თუთიას, თიამინს, მანგანუმს, სელენს და ფოსფორს. ერთი პორცია მოხარშული შვრიის ფაფა შეიცავს მხოლოდ 150 კალორიას, მაგრამ 6 გრ პროტეინს და 4 გრ ბოჭკოს.

ჩიას თესლი

ჩიას თესლი დატვირთულია ომეგა-6 და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებსაც აქვთ ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები და აუმჯობესებენ გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას.

მხოლოდ 1 ს.კ  ჩიას თესლი უზრუნველყოფს 30% მანგანუმს, 27% ფოსფორს, 18% კალციუმს, ასევე კალიუმს და სპილენძს.  ეფექტურია ართრიტის, დიაბეტის და დივერტიკულოზის სამკურნალოდ.

აი, როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი “ბომბი”:

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შვრიის ფანტელი
  • 4 სუფრის კოვზი ჩის თესლი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 ჭიქა წყალი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

ჩაასხით წყალი ქვაბში და დაუმატეთ დარიჩინი და ვანილი. როცა წყალი ადუღებას დაიწყებს, შეამცირეთ ცეცხლი და დაუმატეთ შვრია. ადუღეთ 5 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. გააჩერეთ 5 წუთი, კარგად აურიეთ და დაუმატეთ ჩიას მარცვლები, მარილი და თაფლი.

Facebook კომენტარები
aviabiletebi online