გემრიელი და სასარგებლო სასმელი თირკმელებში კენჭების წინააღმდეგ. ეფექტურია

643

თირკმელებში კენჭები ბევრს აწუხებს. იმისთვის, რომ ეს დაავადება თავიდან აიცილოთ შეგიძლიათ ეს გემრიელი და სასარგებლო სასმელი მიიღოთ. 1 კვირაზე ნაკლებ დროში შედეგს შეამჩნევთ და რისკს შეამცირებთ!

თქვენ დაგჭირდებათ:
1 ფორთოხალი
1 ვაშლი
1 ლიმონი
საზამთროს 4 ნაჭერი
ყინულის 4 კუბიკი

ფორთოხალი და ლიმონი გაფცქვენით, ხილი გარეცხეთ, საზამთროს ქერქი მოაცალეთ, ინგრედიენტები დააქუცმაცეთ და ბლენდერში გადაიტანეთ. დაამატეთ ყინული და მასას კარგად მოურიეთ. თქვენ ერთგვაროვანი კონსისტენცია უნდა მიიღოთ. დალევამდე, შეგიძლიათ სასმელი მაცივარში შეინახოთ.

მიიღეთ ეს წვენი დღეში ორჯერ საკვების მიღებამდე. დღის განმავლობაში ბევრი წყალი დალიეთ და წყლის 1 ჭიქა ძილის წინ და დილით უზმოზეც მიიღეთ. ციტრუსი კალციუმს დაშლის, საზამთრო კი, თირკმელებს გაწმენდს.

Facebook კომენტარები