თუ თქვენს ოჯახს უყვარს ღვეზელები, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი დრო მათი ხშირი განებივრებისთვის, ღვეზელის ეს რეცეპტი არის ის, რასაც დიდი ხანი ეძებდით!

220
avia.ge

თუ თქვენს ოჯახს უყვარს ღვეზელები, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი დრო მათი ხშირი განებივრებისთვის, ღვეზელის ეს რეცეპტი არის ის, რასაც დიდი ხანი ეძებდით!

სწრაფი ღვეზელი  კომბოსტოთი და მაწვნით მზადდება მარტივად და სწრაფად, კერძი გამოდის გემრიელი, შესანიშნავი ვარიანტია სადილისთვის.

მასში შემავალი ინგრედიენტები მთლიანად დიეტურია: მიიღეთ კარგი გემო და სარგებელი სუფთა სახით.

კომბოსტოს  ღვეზელი

საჭირო ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 1 ქილა მაწონი
  • 3/4  ჭიქა ფქვილი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 1 პატარა კომბოსტო
  • სეზამის თესლი მოსაყრელად (სურვილისამებრ)
  • კამა მწვანილი
  • 1 ჩ.კ გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

აურიეთ 1 კვერცხი, ფქვილი, მაწონი და გამაფხვიერებელი, დაამატეთ ცოტა მარილი. ცომი უნდა იყოს საშუალო სისქის. დარჩენილი 2 კვერცხი ათქვიფეთ ცალკე ჯამში.

ფორმას, რომელშიც ღვეზელი უნდა გამოაცხოთ,  წაუსვით მცენარეული ზეთი. მომზადებული ცომის ნახევარი ჩაასხით ფორმაში, ზემოდან მოაყარეთ კომბოსტოს შიგთავსი, შეავსეთ ჯერ კვერცხით, შემდეგ კი დარჩენილი ცომით. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ სეზამის მარცვლები.

გამოაცხვეთ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში. შეამოწმეთ მზადყოფნა კბილის ჩხირით.

სინამდვილეში, ასეთი გემრიელი ღვეზელის მომზადება შესაძლებელია აბსოლუტურად სხვადასხვა შიგთავსით: კარტოფილი, თევზი, გატარებული ხორცი, სოკო და ა.შ… ყოველ ჯერზე რაღაც ახალი გამოვა!

აქვე გაგიზიარებთ რაოდენ სასარგებლოა კომბოსტოს წვენი თქვენი ჯანმრთელობისთვის!

ახლადგამოწურული კომბოსტოს წვენი В, С, PP, D, К ჯგუფის ვიტამინებით არის მდიდარი. გარდა ამისა, მისი წყალობით ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი მინერალური ელემენტები მიეწოდება, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, რკინა, გოგირდი, აზოტი, იოდი, მაგნიუმი.

კომბოსტოში შემავალი გოგირდი და იოდი კუჭის და ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაწმენდას უწყობენ ხელს, ხოლო იშვიათი ვიტამინი U გასტრიტის სამკურნალო ეფექტურ საშუალებად ითვლება. კომბოსტოს წვენს რეკომენდაციას უწევენ გულსისხლძარღვოვანი დაავადებების დროს, ის ხელს უწყობს არტერიული წნევის და სისხლში მავნე ქოლესტერინის მაჩვენებლის დაბლა დაწევას. ამასთან, კომბოსტოს წვენი ეფექტურია სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლადაც.

ახლა კომბოსტოს დიეტურ შესაძლებლობებს რაც შეეხება – მასში შემავალი ადვილადათვისებადი ნივთიერებების და დაბალი კალორიულობის გამო (სულ რაღაც 28 კილოკალორია!) კომბოსტოს წვენი ძალიან სასარგებლოა ჭარბწონიანებისათვის. კომბოსტოში შემავალი ტარტონის მჟავა ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას. ამ ყველაფერთან ერთად, კომბოსტოს წვენის მეშვეობით თქვენ სახის კანის, ფრჩხილების და თმის მდგომარეობის გაუმჯობესებასაც შეძლებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ მხოლოდ სახლის პირობებში გამოწურულ კომბოსტოს წვენზე ვსაუბრობთ!

Facebook კომენტარები
aviabiletebi online