უგემრიელესი და სურნელოვანი ყველის წვნიანი!

89
avia.ge

უგემრიელესი და სურნელოვანი ყველის წვნიანი!

თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ერთი ძალიან გემრიელი და სასარგებლო რეცეპტისკენ. ეს აუცილებლად უნდა დაამატოთ თვქენს მენიუში. ასეთი დიეტური კერძი ყველას მოგეწონებათ. გაჯერებულია ვიტამინებით.

ამ საჭმლის მომზადება მარტივია, ამიტომ ნებისმიერ დიასახლისს შეუძლია გაუმკლავდეს მას. ასეთი გემრიელი წვნიანი კრემისებური გემოთი საოცარი არომატით დიდ შტაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე!

ყველას ვურჩევ, სცადონ და გაამდიდრონ თავიანთი მენიუ ასეთი გემრიელო კერძით.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 2 გამდნარი ყველი
  • 3 კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 100 გრ  მწვანე ბარდა
  • 1 ხახვი
  • 1.5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 3 ბულგარული წიწაკა
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით
  • 20 გრ ახალი ოხრახუში
  • 2 ლიტრი წყალი

პირველ რიგში კარტოფილი გავთალოთ და გავრეცხოთ. შემდეგ დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ქვაბში წყალი ჩაასხით და დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ აქ ჩაყრით კარტოფილს, მარილს, დაფნის ფოთოლს და წიწაკას. ვადუღებთ 20 წუთს. ვასუფთავებთ ხახვს და სტაფილოს. სტაფილოს ვხეხავთ და ხახვს წვრილად ვჭრით. შემდეგ ამ ინგრედიენტებს მოვთუშავთ ტაფაში.

მოთუშული ინგრედიენტები გადაიტანეთ ქვაბში, სადაც კარტოფილი დარჩენილი ინგრედიენტები იხარშება. ბოლო ეტაპი არის ყველის გახსნა ამ წვნიანში. სასურველია მდნარი ყველი გაუკეთოთ. თუმცა თუ არ გაქვთ შეგიძლიათ ჩვეულებრივი ყველიც, მთავარია არ იყოს ძალიან მლაშე. გემრიელად მიირთვით!

რატომ არის ყველი ღირებული პროდუქტი და რატომ უნდა მივირთვათ ის?

ყველი, ფაქტობრივად, რძის კონცენტრირებული ცილებია. ის შეიცავს ადვილად მოსანელებელ ცილებსა და ცხიმებს, მდიდარია კალციუმით, ფოსფორით და სხვა მინერალური ნივთიერებებით, A და B ჯგუფის ვიტამინებით. ყველის მიღების ტექნოლოგია რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ესენია: რძის ასაჭრელად მომზადება (ნორმალიზაცია, პასტერიზაცია, ბაქტერიული სადედის – დედოს დამატება), აჭრა, ზედმეტი შრატის მოცილება, მიღებული შენადედის დაჭრა, ფორმირება, დაწნეხა, დამარილება და დამწიფება.

ყველი პასტერიზებული საღი რძისგან უნდა დამზადდეს. ნედლეულად იყენებენ როგორც ძროხის, თხის, ცხვრის, კამეჩის რძეს, ისე მათ ნარევს. არსებობს ყველის ცხიმიანი და შედარებით უცხიმო სახეობები. დიეტური ყველი შედარებით ნაკლებცხიმიანი უნდა იყოს. იმერული ყველისთვის 45-50%-იანი ცხიმიანობაა დასაშვები. ამის გათვალისწინება, ჩვეულებრივ, რძის ნორმალიზაციის დროს ხდება. ეს პროცესი ცილებისა და ცხიმების რაციონალური თანაფარდობის (დაახლოებით 19-20 ტელნერის ფარგლებში) უზრუნველყოფას გულისხმობს.

განასხვავებენ მაგარ და წათხის ყველებს. ჩვენში უფრო მეტად წათხის ყველია მიღებული, ხოლო მისი ერთ-ერთი სახეობა, სულგუნი, მოგეხსენებათ, ჩვენი ნაციონალური პროდუქტია. წათხიანი ყველები (იმერული, ქართული, სულგუნი, ბრინზა) ნაკლებცხიმიანია. ცხიმიანი ყველი ნაკლებ მარილს იღებს. მარილიანი ყველი, შესაბამისად, ნაკლებცხიმიანია. კამეჩის რძისგან დამზადებული ყველი განსაკუთრებული ცხიმიანობით გამოირჩევა

 

Facebook კომენტარები
aviabiletebi online