იმისათვის, რომ ტვინში სისხლის მიმოქცევა გააუმჯებესოთ ეს წამალი უნდა მოამზადოთ სახლში! მე არ ვიცი უფრო ღირებული პროდუქტი!

693
avia.ge

იმისათვის, რომ ტვინში სისხლის მიმოქცევა გააუმჯებესოთ ეს წამალი უნდა მოამზადოთ სახლში! მე არ ვიცი უფრო ღირებული პროდუქტი!

ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა.

მას თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება და მისი მმართველი ფუნქციის მოშლა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც კლინიკა აღიჭურვა SHIMADZU–ს ორმკლავიანი ანგიოგრაფით B12, რომელიც რეგიონში ექსკლუზიურია და პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ. მას შემდეგ ცენტრში დაინერგა ინსულტის მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი.

ასაკის მატებასთან ერთად ინსულტის რისკი იზრდება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ასაკისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ცერებროვასკულური პათოლოგია. ათეროსკლეროზული თრომბოემბოლიზმი, კარდიოგენული ემბოლიზმი და პირველადი (ჰიპერტენზიული) ინტრაცერებრული ჰემორაგია ვითარდება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში. თუმცა რიგი რეკომენდაციების გათვალისწინებით ინსულტისგან თავის არიდება შესაძლებელია!

 რა არის ინსულტი?

ინსულტი ეწოდება მწვავედ განვითარებულ ნევროლოგიურ დეფიციტს, რომელიც განპირობებულია ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიით. სისხლძარღვოვანი დაავადებები გულისხმობს ყველა იმ დაზიანებას, რომლის მიზეზიც ტვინის სისხლძარღვებში პათოლოგიური პროცესია. ეს პროცესი თავის მხრივ, მრავალფეროვანია და მოიცავს სისხლძარღვის სანათურის დახშობას თრომბული ან ემბოლური მასით, სისხლძარღვების გაგლეჯას და/ან მისი კედლის განვლადობის ზრდას, სისხლის სიბლანტის მომატებას ან მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ცვლილებებს.

სამკურნალო ნაზავი

სისხლძარღვების გასაძლიერებლად, მეხსიერების აღსადგენად, ცერებრალური მიმოქცევის აღსადგენად, იმუნიტეტის ასამაღლებლად მოამზადეთ ეს რეცეპტი. დააბლენდერეთ 500 გრ მოცვი (შეიძლება გაყინულიც), შეურიეთ 350 გრ კარგ თაფლს, დაუმატეთ 1 პატარა დაახლოებით 150 გრ პირშუშხა. ათქვიფეთ, ჩაასხით ქილებში და შედგით მაცივარში. მიიღეთ 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ ცხელ ჩაისთან ერთად, 2-3 ჩაის კოვზი დესერტად. თუ უფრო ტკბილი მოგწონთ და უკუჩვენებები არ გაქვთ, ნარევის მომზადებისას თაფლის დოზა შეიძლება გაიზარდოს სურვილისამებრ.

პერივინი სისხლის ნაკადის გასაუმჯობესებლად

პერივინი აუმჯობესებს არტერიული სისხლის ნაკადს და მიკროცირკულაციას თავის ტვინის სისხლძარღვებში, ასევე ხელს უშლის ათეროსკლეროზული ნადების დალექვას სისხლძარღვების კედლებში, რაც ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასაკთან ერთად. გარდა ამისა, აქტიურად არის რეკომენდებული პარკინსონის დაავადების, თავის ტკივილისა და თავბრუსხვევის დროს. მაგრამ პერივინი არ არის მხოლოდ ანტისკლეროზული და ვაზოდილატაციური მცენარე, რადგან მას ასევე აქვს ნოოტროპული ეფექტი, ანუ აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

სახლის პირობებში წვეთები შეგიძლიათ მოამზადოთ ალკოჰოლით: 100 გრ დაჭრილ ბალახს დაასხით 1 ლიტრი 70%-იანი სპირტი. შეინახეთ 20 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. დალიეთ 10 წვეთი დილით და შუადღისას 1/3 ჭიქა წყალთან ერთად 5-6 თვის განმავლობაში.

Facebook კომენტარები
aviabiletebi online