წყალი, სოდა და კბილის პასტა, ამ ნაზავით ეს გოგო დაემშვიდობა შავ ფერიმჭამელებს.

855
avia.ge

წყალი, სოდა და კბილის პასტა, ამ ნაზავით ეს გოგო დაემშვიდობა შავ ფერიმჭამელებს.

შავი წერტლები უამრავი ადამიანის პრობლემაა, განსაკუთრებით ნაცნობია ეს მათთვის, ვისაც ცხიმიანი ან კომბინირებული კანი აქვს. მათი მოშრება არც ისე რთულია, ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემის მოსაგვარებელ ხელმისაწვდომ და ეფექტურ მეთოდს,ამისათვის მხოლოდ საკვები სოდა და კბილის პასტა დაგჭირდებათ.

1 ჩაის კოვზი წყალი, 1 სუფრის კოვზი სოდა და 1 სუფრის კოვზი კბილის პასტა აურიეთ ერთმანეთს. წაისვით მიღებული მასა იმ ადგილებზე, სადაც შავი წერტილები გაქვთ. შემდეგ აიღეთ კბილის ჯაგრისი, დაასველეთ და ნაზი, წრიული მოძრაობით დაიმუშავეთ ის ადგილები, სადაც ნიღაბი გისვიათ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნიღაბი კიდევ გაჩერეთ დაახლოებით 5 წუთი და როდესაც გაშრება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა შავი წერტილების მოსაშორებლად. რამდენიმე პროცედურის შემდეგ თქვენი ფორები განთავისუფლებდა ჭუჭყისა და ცხიმისგან, და შედეგეად გექნებათ სუფთა და გლუვი კანი.

სახის კანის მოვლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, სანამ მასზე ზრუნვას დავიწყებთ,  უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს – მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული/მგრძნობიარე. მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან.  თავისმხრივ, პროცედურებიც ოთხ ძირითად ნაწილის მოიცავს:

  1. გაწმენდა –  შევარჩიოთ შესაბამისი გამწმენდი საშუალება, რათა მოვიშოროთ მჭიდროდ ჩამჯდარი ჭუჭყის ნაწილაკები. მშრალი კანის შემთხვევაში სახე დავიბანოთ დღეში არაუმეტეს ორჯერ.
  2. შრატი – შრატი არის კანის მოვლის საშუალება , რომელიც გაწმენდის შემდეგი ეტაპია. მისი მიზანია კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება. უზრუნველყოფს კანის ყველაზე რთულად შეღწევადი ნაწილების, ღრმა შრეების დატენიანებასა და ერთფეროვანი ზედაპირის სტრუქტურას. შრატის გამოყენება რეკომენდირებულია დილის საათებში.
  3. დატენიანება – დატენიანების სხვადასხვა საშუალება არსებობს კანის ტიპის შესაბამისად. ცხიმიანი კანის ტიპის შემთხვევაში რეკომენდირებულია გელ-კრემის და არაკომედოგენული საცხის გამოყენება. მშრალი კანის შემთხვევაში კი არჩევანი მრავალფეროვანია.
  4. მზისგან დაცვა – მზისგან დამცავი საშუალება SPF 30 (Sun Protection Factor) სასურველია კანზე დავიტანოთ სახლიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების აქტიური ზემოქმედება. მით უფრო თუ თქვენი კანი მიდრეკილია პრობლემურობისკენ ან აკნესკენ.

როგორ გავიგოთ კანის ტიპი სახლის პირობებში

დერმატოლოგთან ან კოსმეტოლოგთან ვიზიტის გარეშე სახის კანის ტიპის დადგენა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა, სახის დაბანიდან 30 წუთის შემდეგ კანზე დავიფინოთ სუფთა ხელსახოცი და თითის ბალიშებით ნაზი მასაჟები გავიკეთოთ შუბლზე, ცხვირზე, ლოყებსა და ნიკაპზე.

5-10 წუთის შემდეგ ხელსახოცს გავხედოთ სინათლეზე. იმ შემთხვევაში თუ –ხელსახოცის მდგომარეობა არ შეიცვალა მანიშნებელია, რომ მშრალი კანის პატრონი ხართ.

თუ ხელსახოცი დასველდა და ფორმა შეიცვალა – თქვენი სახის კანი ცხიმიანია.

ხელსახოცის სხვადასხვა ადგილი შუბლის, ცხვირის, ლოყების მიდამოს შესაბამისად შეიფერა, ლაქები გაჩნდა – კომბინირებულ ტიპზე მეტყველებს.

Facebook კომენტარები
aviabiletebi online