უგემრიელესი ჩებურეკი! მისი უნაკლოდ მომზადებისთვის სულაც არაა საჭირო გამოცდილი შეფმზარეული იყოთ! როცა პირველად მოამზადეთ საოცარი რეაქცია იყო ოჯახში!

300
Flekosteli

უგემრიელესი ჩებურეკი! მისი უნაკლოდ მომზადებისთვის სულაც არაა საჭირო გამოცდილი შეფმზარეული იყოთ! როცა პირველად მოამზადეთ საოცარი რეაქცია იყო ოჯახში!

სანამ უშუალოდ რეცეპტზე გადავალთ, ძალიან საინტერესოა ჩებურეკის ისტორია!

ჩებურეკი, რომელიც ჩვენში ძალიან პოპულარულია, ძირითადად მონღოლური და ქურთი ხალხების ტრადიციული კერძია. თუმცა, ზოგიერთი ვერსიით, ის ყირიმელმა თათრებმა მოიგონეს და მოგვიანებით გავრცელდა შუა აზიაში.

მერე მისი მომზადების ხელოვნება რუსეთის მცხოვრებლებმაც აითვისეს და ჩვენში, სავარაუდოდ, სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.

მას მერე, რაც რუსეთში ჩებურეკმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, ბევრმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ ეს სულაც რუსული პელმენების შთამომავალი იყო. მერე ისიც აღმოაჩინეს „მცოდნეებმა“, რომ თურმე კორეელები თავიანთ პელმენებს ტაფაში წვავენ, რაც კიდევ ერთ „არგუმენტად“ იქცა იმის სათქმელად, რომ ჩებურეკი დიდი შემწვარი პელმენია.

რაც უნდა იყოს, ჩებურეკი, წვნიანი, არომატული და ხრაშუნა, დღესაც პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით თურმე კავკასიურ ხალხებს ჰყვარებიათ.

ეს არის ერთგვარი ღვეზელი, ხორცის ფარშით ან წვრილად დაჭრილი ხორცით, სანელებლებით, მცენარეულ ზეთში გამომცხვარი. თუმცა ძველად და ტრადიციულად მას ცხოველურ ცხიმში აცხობდნენ.

გულსართის სახით კი არცთუ იშვიათად იყენებენ ასევე ყველს, კარტოფილს, სოკოს, კომბოსტოს და ლობიოსაც კი. ჩებურეკს დიდი რაოდენობით ცხიმში წვავენ, რომელსაც წინასწარ 200 გრადუსამდე აცხელებენ. ჩებურეკს ცხლადვე მიირთმევენ.

ჩებურეკი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი კერძია. ხრაშუნა ცომის, გემრიელად შეზავებული გულსართისა და მარტივი რეცეპტის წყალობით ჩებურეკი, იმედია, ჩვენს ერთგულ მკითხველსაც ძალიან მოეწონება.

საჭირო ინგრედიენტები

  • ცივი წყალი – 200.00 მლ
  • წითელი და შავი წიწაკა
  • მარილი
  • ოხრახუში
  • ქინძი
  • ნიორი – 2.00 კბილი
  • ხახვი – 2.00 ცალი
  • შერეული ფარში – 1.00 კგ
  • ცივი წყალი – 400.00 მლ
  • არაყი – 2.00 სკ
  • კვერცხი – 1.00 ცალი
  • ზეთი – 3.00 სკ
  • არაყი – 1.00 ჩკ
  • ფქვილი – 1.00 კგ

მომზადების წესი:

მოვზილოთ მაგარი ცომი. ვზილოთ 15წთ მაინც, სანამ ელასტიური არ გახდება. ცომი დავასვენოთ მაცივარში 1.5სთ.

გულსართისთვის დაგვჭირდება 1კგ ფარში შერეული, 2ცალი ხახვი, 2 კბილი ნიორი, ქინძი და რამოდენიმე ღერი ოხრახუში გატარებული. მარილი, წითელი და შავი პილპილი გემოვნებით. ასევე ვამატებთ 200მლ ცივ წყალს.

ცომი დავჭრათ სასურველ ზომებად გავაბრტყელოთ (ფქვილს არ საჭიროებს გაბრტყელებისას) ჩავდოთ ფარში, გადავკეცოთ ნახევარმთვარისებურად. გარშემო დავტკეპნოთჩანგლით. გამოვაცხოთ ტაფაზე გახურებულ ბევრ ზეთში.

 

Facebook კომენტარები
Varikosette