კარტოფილი ნაღებით და სოკოთი – ეს რეცეპტი შემწვარ კარტოფილს დაგავიწყებთ

376

ამ რეცეპტით თქვენ შეძლებთ მოამზადოთ უგემრიელესი კერძი, რომელიც ყველა ტრადიციულ კერძს დაგავიწყებთ. კარტოფილისა და სოკოსგან დასამზადებელი ეს ორიგინალური კერძი, რომელსაც ნაღები უნდა დაუმატოთ, ასეთი უნიკალური პროდუქტების კომბინაციით მართლაც მარტივად გააოცებს თქვენს სუფრასთან მსხდომ სტუმრებს:

ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ინგრედიენტები:

– 500 გრამი სოკო
– 8 ცალი კარტოფილი
– 350 მლ ნაღები
– 1 კონა ოხრახუში
– 3 კბილი ნიორი
– 5 სუფრის კოვზი ზეთი
– პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კარტოფილი უნდა დაჭრათ 2-3 მმ სისქის მრგვალ ფენებად, ასევე დაჭერით ცალკე სოკო და შეწვით მცენარეულ ზეთში, შემდეგ მოაყარეთ მარილი.

2. დაყარეთ კარტოფილი კარგად გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

3. როდესაც კარტოფილი ოდნავ წებოვანი გახდება, დაუმატეთ ტაფაზე არსებულ მასას 20 %-ანი ნაღები დაჭყლეტილ ნიორთან ერთად.


4. გააჩერეთ ცეცხლზე არსებული მასა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში რათა ნაღები კარგად შესქელდეს, ხოლო სშემდეგ დაუმატეთ ნარევს სოკო და დაქუცმაცებული ოხრახუში. გადმოიტანეთ ყველაფერი საცხობ ჟარუნაზე და შედგით ღუმელში. გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე.

Facebook კომენტარები