ჩემი ეს უმარტივესი რეცეპტი იმათ გამოადგება, ვისაც სახსრებში ამტვრევს, „ღრღნის“! – აი როგორ უნდა მოამზადოთ უებარი წამალი სახლში!

1430
Turebi iafad Flekosteli

ჩემი ეს უმარტივესი რეცეპტი იმათ გამოადგება, ვისაც სახსრებში ამტვრევს, „ღრღნის“! – აი როგორ უნდა მოამზადოთ უებარი წამალი სახლში!

ჩემი ეს უმარტივესი რეცეპტი იმათ გამოადგება, ვისაც სახსრებში ამტვრევს, „ღრღნის“. 70 წლის ქალი ვარ. 2 წლის წინათ ისე მტეხდა სახსრები, რომ არავითარმა წამალმა არ მიშველა, ფული კი ბევრი დავხარჯე. ტკივილი ღამითაც არ მაძინებდა თეძოდან ტერფამდე მაწუხებდა. ერთ ღამეს სიმწრით ავტირდი. მეორე დღეს კი გადავწყვიტე, ყველა ღონე მეხმარა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მივმართე ხალხურ მედიცინას და ამ რეცეპტსაც მივაგენი!

რეცეპტი:

საჭირო ინგრედიენტები და მომზადების წესი!

  1. ნახევარი ჭიქა ხახვის კანს
  2. დაასხით 600 მლ წყალი,
  3. დადგით ცეცხლზე
  4. და ადუღეთ 5 წუთი.
  5. გადმოდგით.
  6. დააყოვნეთ 1 საათი.
  7. შეგრილებული გადაწურეთ
  8. და ჩაასხით ქილაში.

უნდა სვათ 2-3 ყლუპი დღეში რამდენჯერმე, ღამით შეინახეთ მაცივარში. ეს ნაყენი 3 დღე გეყოფათ. ნაყენი ტკივილგამაყუჩებელი არ არის, იგი სამკურნალოა და უნდა სვათ თვეზე მეტხანს, რომ შედეგი იგრძნოთ.

როცა სახსრების მტვრევა გაივლის, შეგიძლიათ რამდენიმე თვე დაისვენოთ, მაგრამ როგორც კი იგრძნობთ, რომ დაავადება მწვავდება, წამლის მიღებაც უნდა განაახლოთ. სახსრების ტკივილს შველის აგრეთვე ვაშლის ძმარი, მაგრამ იგი გამუდმებით უნდა სვათ, შედეგი რომ მიიღოთ:

  • 1 ჭიქა ანადუღარ წყალში
  • უნდა გახსნათ 1 ს/კ ძმარი
  • და 1 ჩ/კ თაფლი.

მკურნალობამ მიშველა, ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.

ექიმის კომენტარი:

  • ხახვი მდიდარია ცილოვანი ნივთიერებებით, უჯრედისით, კალციუმის მარილებით, ფოსფორით, ზოგიერთი მიკროელემენტით, ეთერზეთებით, ფერმენტებით, გლიკოზიდებით და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებით. მასში ბევრია აგრეთვე ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), A პროვიტამინი, B,, B,, PP ვიტამინები.
  • ხახვის ეთერზეთის ბაქტერიოციდული მოქმედების გამო მას იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადების, ანგინის, ტონზილიტის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
  • ხახვის პრეპარატები აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, ამიტომ ხახვი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა (ატონიის, ყაბზობის) სამკურნალოდ.
  • მწვანე ხახვი ზრდის სქესობრივ პოტენციას, აფერხებს ათეროსკლეროზის და ჰიპერტონიული დაავადების განვითარებას.
Facebook კომენტარები
Aviabiletebi ganvadebit Varikosette