გაინტერესებთ როგორ უნდა გაუმკლავდეთ ტერფის სოკოს სახლის პირობებში? მაშინ ეს სტატია დროულად წაიკითხეთ!! გარანტირებული შედეგი!

998
Turebi iafad Flekosteli

გაინტერესებთ როგორ უნდა გაუმკლავდეთ ტერფის სოკოს სახლის პირობებში? მაშინ ეს სტატია დროულად წაიკითხეთ!! გარანტირებული შედეგი!

  1. ტერფის სოკოსთან ბრძოლის მიზნით აუცილებელია ყოველდღე დაიბანოთ ფეხები და იცვალოთ წინდები, დაბანილი ტერფები, განსაკუთრებით ნაკეცები, ვაფლისებური პირსახოცით კარგად გაიმშრალოთ.
  2. უნდა ერიდოთ ფეხების გაოფლიანებას.
  3. თუ ტერფის სოკოს იოლი ფორმა გაქვთ (მხოლოდ აქერცვლას აქვს ადგილი), მაშინ უნდა იხმაროთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც აფთიაქებში იყიდება და სოკოს გამანადგურებელ ნივთიერებებს შეიცავს.

სასურველია, მათი აქტიური ნივთიერება ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩეოდეს (ასეთია, მაგალითად, ტერბინაფინის შემცველი საშუალებები).

მკურნალობა 2 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ თუ შედეგი 3-4 დღეში ვერ შეამჩნიეთ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რადგან შესაძლოა შინაგანი მიღების პრეპარატებით მკურნალობაც დაგჭირდეთ.

თუ ეპიდერმოფიტიის შედეგად გაქვთ ტერფებზე მწვავე ანთებითი მოვლენები, მას იმავე პრინციპით მკურნალობენ, რომლითაც მწვავე ეგზემას. ინიშნება ფუნგიციდური პრეპარატები (ხსნარები – კასტელანი, ნიტროფუნგინი, მალამოები — მიკოსეპტი, მიკოზოლინი, 5-10%-იანი გოგირდ-კუპრი, ვილკინსონი).

გარდა ამისა აუცილებელია ფეხსაცმლის სპეციალური დამუშავება — ფეხსაცმე- ლები გულდასმით დაამუშავეთ ძმრის ესენციაში დასველებული ბამბის ტამპონებით. თავდაპირველად გარეცხეთ ის გარედან, შემდეგ შიგნით:

ჩადეთ ტამპონი ფეხსაცმლის „ცხვირში“ და ჰერმეტულად შეფუთეთ ცელოფნის პარკში 24 საათით. ამის შემდეგ ფეხსაცმელი გაანიავეთ და გაწმინდეთ ნიშადურის სპირტით სუნის გასანეიტრალებლად.

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა ტერფის სოკოს სამკურნალოდ:

რამდენიმე წლის წინათ გამიჩნდა ფეხის ფრჩხილის სოკო. ფრჩხილებმა დაკარგა ფორმა და ირიბად მეზრდებოდა, გამიმაგრდა, გამიუხეშდა და მათი დაჭრაც კი შეუძლებელი გახდა. კანის ექიმმა მითხრა, სოკო გაქვთო და დამინიშნა ძვირად ღირებული წამლები, რომლის ყიდვა ჩემთვის შეუძლებელი იყო.

ამიტომ დავიწყე ხალხურ მედიცინაში სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ძებნა. მივაგენი კიდეც და არაჩვეულებრივი შედეგიც მომცა. მკურნალობისთვის გამოვიყენე შაბიამანი და ხახვი. თავდაპირველად, ათი დღის განმავლობაში, ძილის წინ ფრჩხილებზე ვიზელდი შაბიამნის ხსნარს (ხსნარი მუქი ცისფერი უნდა იყოს).

შემდეგი ათი დღის განმავლობაში ძილის წინ ფრჩხილებზე ვიდებდი გახეხილი ხახვის ფაფას და ვიჩერებდი 12 საათის განმავლობაში. ოცდღიანი კურსის შემდეგ ფრჩხილები დამირბილდა, ფორმაც აღიდგინა. ახლა მათ იოლად ვიჭრი მაკრატლით, ვიცი, ფრჩხილის სოკო ბევრ ადამიანს აწუხებს და ამიტომაც გადავწყვიტე ამ წერილის მოწერა. სცადეთ, იქნებ თქვენც მოგიხდეთ.

Facebook კომენტარები
Aviabiletebi ganvadebit Varikosette