სახლში მომზადებული უგემრიელესი ნაყინი – შაქრისა და ნაღების გარეშე

767

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

მწიფე ბანანი – 850გ.

მარწყვი ან ჟოლო – 800გ.

რძე – 100-150 გ.

მომზადების წესი:

ბანანი და მარწყვი დაჭერით და გაყინეთ. შემდეგ კარგად დააბლენდერეთ, დაუმატეთ რძე (იმდენი, რომ მასა ძალიან არ გათხელდეს).

შემდეგ გადაანაწილეთ ფორმებში და საყინულეში მოათავსეთ.

მწიფე ბანანი ისედაც ტკბილია, კენკრასაც თავისი სიტკბო აქვს და შაქრის დამატება საჭირო აღარ იქნება. თუ უფრო ტკბილი გსურთ, თაფლი დაუმატეთ.

გემრიელად მიირთვით!

Facebook კომენტარები